სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისთვის რჩევებსა და რეკომენდაციებს აბიტურიენტებს ცენტრის სპეციალისტი გაუზიარებს -  შეხვედრის ვადები და დეტალები
18-05-2026
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიის მეორე ეტაპს იწყებს. კამპანიის ფარგლებში აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრები ონლაინ ფორმატში გაიმართება, რომელიც სხვადასხვა საგამოცდო საგანს დაეთმობა და მათ ცენტრის საგნობრივი მიმართულებების წარმომადგენლები გაუძღვებიან.
 
მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დეტალური ინფორმაცია მიიღონ ცენტრის საგნობრივი ექსპერტებისგან საგამოცდო პროგრამების, ტესტების სტრუქტურის, შეფასების კრიტერიუმებისა და დავალებების სპეციფიკის შესახებ. 
 
ამასთან, შეხვედრების ფარგლებში განხილული იქნება ხშირად დაშვებული შეცდომები და გაიცემა პრაქტიკული რეკომენდაციები საგამოცდო პროცესისთვის ეფექტიანად მოსამზადებლად.
 
საინფორმაციო შეხვედრების ციკლის პირველი შეხვედრა ონლაინ რეჟიმში, 2026 წლის 19 მაისს, 14:00 საათზე დაიწყება და 1 საათის განმავლობაში გაგრძელდება. შეხვედრა ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ლიტერატურის (არჩევითი საგანი) გამოცდებს დაეთმობა.
 
შეხვედრას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო და უცხო ენათა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგამოცდო ტესტების შემუშავებისა და შეფასების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნანა ლოლაძე გაუძღვება.
 
შეხვედრა Microsoft Teams-ის პლატფორმის საშუალებით ჩატარდება. დასწრება თავისუფალია. 
 
შეხვედრაზე დასასწრები ბმული: http://bit.ly/4ntcH5I

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება