სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო

პედაგოგების სახელფასო დანამატი მოსწავლის ნიშნებზე იქნება დამოკიდებული - „შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურების“ გეგმა ჰიუსტონის სკოლებში
27-04-2026
-
+


აშშ-ში, კერძოდ, ტეხასში, აპირებენ მასწავლებლების ანაზღაურება მათი მუშაობის ეფექტურობასა და მოსწავლეების ნიშნებს დაუკავშირონ; მართალია ეს არ არის ერთიანი სავალდებულო სისტემა, მაგრამ მას მხარს უჭერენ აღმასრულებელი ორგანოები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ასე პედაგოგებს ექნებათ მეტი მოტივაცია.

ჰიუსტონის სასკოლო ოლქმა (HISD) უკვე დააანონსა ქვეყანაში „შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურების“ გეგმა, რომლის მიხედვითაც, შეიძლება მერყეობდეს $64,000-დან $101,000-მდე და ის, ნაცვლად სტაჟისა, განისაზღვრება „ეფექტურობის რეიტინგით“, რომელიც მოიცავს მოსწავლეების აკადემიურ ზრდას და გაკვეთილზე დაკვირვების შედეგებს.

როგორც ინიციატივის ავტორები განმარტავენ, აღნიშნული მიდგომა დაეხმარებათ შეინარჩუნონ პროფესიონალი კადრები და წაახალისონ ისინი, განსაკუთრებით იმ სკოლებში, სადაც მოსწავლეებს ყველაზე მეტად უჭირთ. ტეხასში მოქმედებს სახელმწიფო პროგრამა Teacher Incentive Allotment (TIA), რომელიც სკოლებს საშუალებას აძლევს, გამორჩეულ პედაგოგებს მნიშვნელოვანი დანამატები მისცენ. დანამატის ოდენობა: წელიწადში $3,000-დან $32,000-ამდეა.

2025 წელს ასევე მიიღეს კანონი, რომელიც ყველა მასწავლებლისთვის საბაზისო ხელფასის ზრდას ითვალისწინებს, რათა სისტემა მხოლოდ „ბონუსებზე“ არ იყოს დამოკიდებული. 

რა ტესტებით იზომება მოსწავლეთა პროგრესი? - ტეხასში ხელფასის დასაგეგმად იყენებენ არა მხოლოდ უბრალო ნიშნებს, არამედ „აკადემიური ზრდის“ (Student Growth) მოდელებს.

STAAR ტესტები: ეს არის შტატის სტანდარტული ტესტირება (State of Texas Assessments of Academic Readiness). მასწავლებლის ეფექტურობა ფასდება იმით, თუ რამდენად გააუმჯობესა მოსწავლემ წინა წლის შედეგი.

VAM (Value-Added Model): ეს არის მათემატიკური ფორმულა, რომელიც ითვლის, თუ რა ნიშანს „უნდა“ იღებდეს მოსწავლე მისი წარსული მონაცემებით და რა შედეგები აქვს მასწავლებლის დამსახურებით რეალურად - თუ შედეგი მოლოდინზე მაღალია, მასწავლებელი ბონუსს იღებს.

ალტერნატიული შეფასებები: იმ საგნებში, სადაც STAAR არ ტარდება (მაგ. ხელოვნება, ფიზკულტურა).

ამას გარდა მასწავლებლები იღებენ მენტორობის ბონუსს - ისინი ეხმარებიან დამწყებ პედაგოგებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება