სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„მომავალი ეტალონში იწყება“- თერჯოლა საუკეთესო მოსწავლის გამოვლენის მოლოდინშია
13-12-2018
-
+


„ეტალონი“ მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს მართავს, ამჯერად, „თერჯოლის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

ამ წუთებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით ჩხარის N1 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს და მას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. 

ღონისძიებას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, ვიცე მერი მანუჩარ ფანჩულიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე, თერჯოლის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გურამ თურქაძე, რესურსცენტრის უფროსი ქეთევან შეყრილაძე, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.

სტუმრებს შორისაა „რეგიონული განვითარების ფონდის“რეგიონული პროგრამების მენეჯერი ნიკა ზიბზიბაძე, რომელიც დღევანდელ ჩემპიონატში პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეს სასაჩუქრე ვაუჩერებს გადასცემს.

ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა „2017-2018 სასწავლო წლის თერჯოლის ეტალონ მოსწავლეს“, ლაშა ბეღელაძეს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. მის მშობლიურ ალისუბნის N2 საჯარო სკოლას კი - დიპლომი „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის.

„თერჯოლის ეტალონი“ აქტიური და მრავალრიცხოვანი გულშემატკივარით გამოირჩევა. ღონისძიებას მუსიკალურად ჩხარის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები აფორმებენ.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „თერჯოლის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება