სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მოზარდები ვერ გრძნობენ მშობლის სათანადო მხარდაჭერას - გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევა
10-12-2018
-
+


საქართველოში მოზარდთა მშობლების უმრავლესობა მიმართავს აღზრდის ავტორიტარულ სტილს, რომელიც მოიცავს ფიზიკური და ფსიქოლოგიური დასჯის მეთოდებს; მშობლები ძირითადად ზრუნავენ მოზარდების მატერიალურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე, ნაკლებად - მათ ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე - ასეთია საქართველოში „მოზარდთა მშობლობის და მათი მხარდამჭერი პროგრამების კვლევის“ შედეგები.

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელის, ღასან ხალილას განცხადებით, მოზარდობის პერიოდი კრიტიკულია ბავშვის განვითარებისათვის და დიდწილად განსაზღვრავს მის შემდგომ ცხოვრებას.

„მშობლებს კარგად უნდა ჰქონდეთ გააზრებული ის როლი და გავლენა, რაც მათ  თავიანთ შვილებთან დაკავშირებით აქვთ. მშობლები უნდა დაეხმარონ შვილებს მოზარდობის პერიოდთან დაკავშირებული სიძნელეების გადალახვაში და  საჭირო უნარების განვითარებაში. თუმცა მშობლებს თავადაც სჭირდებათ დახმარება ამ მიმართულებით. საქართველოში არ არსებობს მოზარდთა მშობლობის გაძლიერებისაკენ მიმართული პროგრამები. ჩვენი კვლევის მიზანია, დავეხმაროთ სახელმწიფოს, შეიქმნას მოზარდთა მშობლების მხარდამჭერი პოლიტიკა და პროგრამები, რათა მშობლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გამოიყენონ პოზიტიური აღზრდის მეთოდები და დაეხმარონ მოზარდებს“, - განაცახდა ხალილმა.

კვლევის თანახმად, საქართველოში მოზარდთა მშობლების დიდი რაოდენობა სიძნელეებს განიცდის მოზარდთა აღზრდის საქმეში. მოზარდები მათთვის ყველაზე ემოციურ პერიოდებში ვერ გრძნობენ მშობლის სათანადო მხარდაჭერას, რაც უარყოფითად აისახება მათ ფსიქო-სოციალურ მდგომარეობაზე. მშობელთა მცირე რაოდენობა არის ჩართული მოზარდისათვის ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებში, როგორიც არის: მოზარდთა ჯანმრთელობა, ჯანმრთელობისათვის სარისკო ქცევების პრევენცია, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ფსიქოლოგიური კეთილდღეობა, ძალადობის პრევენცია. 

საქართველოში მოზარდთა მშობლობასთან დაკავშირებული კვლევა ჩატარდა გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის მიერ განხორციელებული კვლევის ფარგლებში - „მოზარდთა მშობლობა და მოზარდთა მშობლობასთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ“. კვლევის სხვა მონაწილე ქვეყნები იყვნენ ბელორუსია, ბულგარეთი, მოლდავეთი, მონტენეგრო და რუმინეთი. კვლევის მეთოდები იყო: ჩაღრმავებული ინტერვიუები და მოზარდებისა და მათი მშობლების ფოკუს ჯგუფები.

კვლევის მიზანი იყო საბაზისო ინფორმაციის მოპოვება იმის თაობაზე, თუ როგორ ესმით და აღიქვამენ მშობლობას და აღზრდის რა მეთოდებს იყენებენ მოზარდი ბიჭებისა და გოგოების მშობლები/აღმზრდელები საქართველოში; რა გავლენას ახდენს მიკრო და მაკრო ფაქტორები მშობლობის ზოგად დინამიკაზე და აღმზრდელობით მეთოდებსა და სტილზე; ასევე თუ ვის მიმართავენ მოზარდები და მათი მშობლები ფორმალური და არაფორმალური მხარდაჭერისთვის.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უმაღლესის მიღმა დარჩენილი აბიტურიენტების საყურადღებოდ - განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩარიცხვებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ასაწყობი, ტრანსპორტირებადი სკოლები რეგიონებში - 22 მილიონიანი ტენდერი უკვე გამოცხადებულია

10 ცვლილება განათლებაში მასწავლებელთა ფუნქციებს, ხელფასებს, ტრენინგებს მოიცავს - 2026-2027 წლის სამოქმედო გეგმა ცნობილია

საგრანტო კონკურსის შედეგები და ყველა დეტალი - NAEC

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის 18 კურსდამთავრებული საქართველოს სხვადსხვა უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ

„გვიხარია და ვამაყობთ, რომ სკოლა „ინტელექტის“ კიდევ ერთ ი მოსწავლე საკუთარ მომავალს საერთაშორისო ასპარეზზე ქმნის“

„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები გულითადად გილოცავთ ცხოვრების ახალ, საინტერესო ეტაპის დაწყებას“-„ინტელექტი“ სტუდენტობას ულოცავს კურსდამთავრებულებს

თბილისის N117 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან რობოტიკის კლუბი შეიქმნება - გაეცანით დეტალურ ინფომაციას

გაიცანით, განძის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, რომელთა მიღწევებითაც ყველა ამაყობს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება