სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სტუდენტების საყურადღებოდ - სწავლის დაფინანსებაზე განაცხადების მიღება დაიწყო
06-03-2024
-
+


6 მარტიდან, სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის, 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება.

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები ან არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი.

„გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში (არაუმეტეს 1125 ლარი) 50%, 70% ან 100% დაფინანსება. განცხადებების მიღება გაგრძელდება 31 მაისის ჩათვლით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ჩარიცხვებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - დეტალები აბიტურიენტებისთვის

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბანაკის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები
სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და წინსვლასა და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ
ერთდღიანმა მოგზაურობამ ბავშვებს ახალი ცოდნის, საინტერესო აღმოჩენებისა და დაუვიწყარი გამოცდილების შესაძლებლობა მისცა
 
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება