TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა უნდა იცოდეთ სტუდენტთა საგრანტო კონკურისის შესახებ - ყველა დეტალი აპლიკანტებისთვის
05-03-2024
-
+


2024 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია 4 მარტის 10:00 საათზე დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: online.naec.ge.
 
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია იმ სტუდენტს, რომელსაც სურს დაფინანსების მოპოვება ან გაუმჯობესება და არ აქვს შეწყვეტილი სტუდენტის სტატუსი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სახელმწიფო სტუდენტს ბაკალავრიატის საფეხურზე აფინანსებს მხოლოდ ერთხელ. 
 
თუ სტუდენტი ვერ შეძლებს გრანტის გაუმჯობესებას, მას შეუნარჩუნდება ის დაფინანსება, რომელიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში გასვლამდე ჰქონდა მოპოვებული.
 
რეგისტრაციის გავლამდე გაეცანით ცნობარს.
 
 სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაციის გავლამდე უნდა გადაიხადონ გამოცდაში მონაწილეობის საფასური - 10 ლარი. სისტემა ავტომატურად ამოწმებს ინფორმაციას გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის შესახებ (თუ გადახდა არ დადასტურდა, გამოსაცდელი ეკრანზე ხედავს შესაბამის შეტყობინებას და ვეღარ აგრძელებს რეგისტრაციას). 
 
გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილის გვარი, სახელი და პირადი ნომერი.
 
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:
• „საქართველოს ბანკის“ გადახდების პლატფორმით - bogpay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი + 1,2%; იხილეთ დეტალური ინსტრუქცია; 
• „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
• „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი; იხილეთ დეტალური ინსტრუქცია;
• „საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით - mBank - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი.
 
თუ სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილე რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე ცენტრს განცხადებით 4 აპრილის 18:00 საათამდე მომართავს, მას თანხა უკან დაუბრუნდება. 
 
გამოსაცდელებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ - „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 15 აპრილის 18:00 საათამდე  უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).
 
განაცხადები მიიღება თბილისში მისამართზე: ე. მინდელის N9. რეგიონებში კი ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება