სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ალპანის საჯარო სკოლაში საინტერესო დოკუმენტური ფილმის ჩვენება-განხილვა გაიმართა
01-03-2024
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეების ხელოვნებით დაინტერესებას, სწორედ ამ მიზნით კი, სკოლაში საინტერესო კინოჩვენება მოეწყო. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში სასკოლო პროექტის „CineDOC სკოლა - დოკუმენტური ფილმები განათლებისათვის“ ფარგლებში, სასკოლო კლუბის - „CineDOC-ალპანა“ წევრებისთვის ფილმის - „გოგონა გრავიტაციის წინააღმდეგ“, ჩვენება მოეწყო. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ფილმიდან, მიზანსწრაფული 11 წლის გოგონას გზავნილები, რომელსაც სურს აიხდინოს თავისი ოცნება გახდეს წარმატებული აკრობატი, დასახული მიზნის მისაღწევად კი თავდაუზოგავად იბრძვის, მოსწავლეებისათვის ერთგვარ შთაგონებადაც იქცა. 

„თუ გინდა აკრობატი გახდე, მომთმენი უნდა იყო! საკუთარი თავის რწმენა გქონდეს და მზად იყო გამოწვევებისთვის! ...მიზნის მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანია,...საქმის კეთება უნდა განაგრძო და გაიმარჯვებ!...“, - ამ სიტყვებით, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჰქონდეთ მიზანი და იბრძოდნენ მის მისაღწევად. 

სკოლაში გვიყვებიან, რომ ჩვენებას გულგრილად ნამდვილად არ ჩაუვლია, ფილმის ჩვენებას ერთნაირი ინტერესით ესწრებოდნენ მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც, დასრულებისას კი, დისკუსია გაიმართა. 

სკოლაში მადლობას უხდიან CinéDOC-Tbilisi-ს ამ შესაძლებლობისათვის. 

იხილეთ ფოტოები: 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება