TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როცა კლასში რთული ქცევის მოსწავლეა - რა უნდა იცოდნენ პედაგოგებმა
06-02-2024
-
+


რთული ქცევის მოსწავლეები - დაუსრულებელი დილემა პედაგოგებისა მშობლებისთვის და მიუხედავად იმისა, უამრავი მზა რჩევა არსებობს, როგორ შეიძლება ჩვენ, უფროსები, გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას, პრაქტიკაში მზა მაგალითების გამოყენება ხან ამართლებს, ხან კი პირიქით.

მასწავლებლის წიგნში „პროფესიული უნარები“ დეტალურადაა განმარტებული გადაუდებელი პედაგოგიური ზემოქმედების სტრატეგიები, რომლებიც რთული ქცევის მქონე მოსწავლეებთან მიმართებით ყველა მასწავლებლებს დაეხმარება:

მთავარი, ესაა ყურადღების მინიმალიზაცია: სახელმძღვანელოში განმარტებულია, რომ ზედმეტი ყურადღებით ბავშვის რთულ ქცევას განვამტკიცებთ - მაშინ, როდესაც მოზარდი ცუდად იქცევა და შენიშვნას იმსახურებს, ის ყურადღების ცენტრში ექცევა და მასწავლებლის „ლექციებს“ მისდამი გამოვლენილ განსაკუთრებულ
ყურადღებად აღიქვამს. მაშ, როგორ მოიქცეს მასწავლებელი? - მინიმუმამდე დაიყვანოს ყურადღება. ეს შეიძლება ასე განხორციელდეს:

„უგულებელყავით მოწაფის ქცევა. დაუსვით შეკითხვა საკუთარ თავს: „რა მოხდება, თუ არაფერს შევიმჩნევ?“ თუ თქვენი პასუხია, რომ არაფერიც არ მოხდება (გარდა იმისა, რომ მოსწავლე ყურადღებას ვერ მიიღებს), თამამად მოახდინეთ მისი ქცევის იგნორირება;

თვალით კონტაქტი - შეაჩერეთ მზერა ბავშვზე, - გვირჩევენ გამოცდილი პედაგოგები. მოსწავლეებმა იციან, რას აკეთებენ და ისიც იციან, რომ ეს ჩვენც ვიცით. მზერა ნიშნავს: „საკმარისია!“ დაჟინებული მზერა ის არის, რაც ამ მომენტში ჩვენგან მიიღეს, გამოგვტყუეს. არავითარი სიტყვები, მხოლოდ მზერა.

მოსწავლის გვერდით - ფიზიკური მიახლოება კიდევ ერთი ხერხია, რითაც ყურადღების მინიმალიზაციას მოვახდენთ. გაკვეთილი გრძელდება, დგახართ მოსწავლის გვერდით, თვალით კონტაქტის გარეშე, უსიტყვოდ. მოსწავლე ხვდება, რომ რაღაც არასასურველს აკეთებს, რადგან მასწავლებელი გვერდით უდგას.
გამოიყენეთ მოსწავლის სახელი. ამ ხერხით იგი ყურადღების მინიმუმსაც იღებს და რეკომენდაციასაც, ჩაერთოს გაკვეთილში;

გაგზავნეთ „საიდუმლო სიგნალი“ -  შეიძლება გამოიყენოთ რაიმე ჟესტი, რომლის მნიშვნელობაც მოსწავლეებმა იციან. მაგ., თითის ტუჩთან მიდებით ანიშნეთ, შეწყვიტოს საუბარი.

წერილობითი შენიშვნები - თუ ხვალ გაკვეთილს ატარებთ კლასში, სადაც ქცევითი დარღვევის მქონე რამდენიმე მოსწავლეა, წინასწარ მოამზადეთ პატარა ფურცელი ერთგვაროვანი წარწერით: „თუ შეიძლება შეწყვიტე იმის კეთება, რასაც აკეთებ“ და საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეს ფურცელი უსიტყვოდ დაუდეთ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება