სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პრაქტიკული რეკომენდაციები დირექტორებისთვის - სადავო საკითხებზე მსჯელობა და სკოლაში დემოკრატიული კულტურის ხელშეწყობა
31-01-2024
-
+


სკოლის ყოველდღიური ცხოვრების ხარისხი და კულტურა ზემოქმედებს მოსწავლეთა სწავლის ხარისხსა და მათ აკადემიურ მიღწევებზე. იგივე შეიძლება ითქვას სადავო საკითხებთან დაკავშირებითაც. რცევები და მიდგომები როემლსაც გთავაზობთ, გამოქვეყნებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ „სკოლის მართვის“ 2023 წლის დოკუმენტში.

რთულ საკითხებზე მსჯელობა დისკომფორტს უქმნის მასწავლებლებსაც, მოსწავლეებსაც და მათ მშობლებსაც. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სკოლაში დამკვიდრდეს ისეთი თანამშრომლობითი კულტურა, რომელიც საშუალებას მისცემს სკოლის საზოგადოების წევრებს, თავისუფლად ისაუბრონ საჭირბოროტო და მტკივნეულ საკითხებზე და, ამავდროულად, არ ჰქონდეთ შიშის განცდა, რომ მათ მიერ გამოთქმული მოსაზრების გამო ვინმე გაკიცხავს.

ბუნებრივია, ამისათვის აუცილებელია ხელშემწყობი გარემო და კლიმატი. რა ელემენტებს მოიცავს ამგვარი კულტურა? - კულტურა, რომელიც ხელს უწყობს რთულ საკითხებზე თავისუფლად მსჯელობისთვის საჭირო გარემოს შექმნას, არის კულტურა, რომელიც არის:

უსაფრთხო – არავინ ხდება ჩაგვრის, შეურაცხყოფისა და დაშინების მსხვერპლი;

მეგობრული – ყველა ადამიანი აღიქმება პიროვნებად და ყველა პიროვნება თავს გრძნობს, როგორც სკოლის საზოგადოების სრულფასოვანი წევრი;

ღია – ყველა სარგებლობს თავისუფლებით, ჰქონდეს და გამოთქვას საკუთარი მოსაზრება და შეხედულება;

ინკლუზიური – ყველა სარგებლობს თანაბარი უფლებით, მონაწილეობა მიიღოს სკოლის ფარგლებში გამართულ ნებისმიერ ღონისძიებასა თუ აქტივობაში;

ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული – დაცულია ყველას უფლება, განსაკუთრებით, გამოხატვის თავისუფლება, რწმენისა და რელიგიის თავისუფლება, კონფიდენციალობა და დამამცირებელი მოპყრობისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრების უფლება;

დემოკრატიული – ყველა მონაწილეობს სკოლის ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

კარგად ფორმულირებული და სამართლიანი შინაგანაწესი და ქცევის კოდექსი და მათი სათანადოდ გატარება წინ გადადგმული ნაბიჯია სკოლაში სასურველი კულტურის დამკვიდრების მიმართულებით. ეს ეხება როგორც წესებს, რომლებიც არეგულირებს სკოლის საზოგადოების წევრების ყოველდღიურ ქცევას სკოლასა თუ სკოლის შემოგარენში, ასევე, წესებს, რომლებსაც მასწავლებლები იყენებენ საკლასო გარემოში, მსჯელობისა და დისკუსიების წარმართვის დროს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რა შემთხვევაში მოუწევთ საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს განახლებული სახელმძღვანელოების ყიდვა

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

თუ არ ეთანხმებით მიღებულ შეფასებას, გაასაჩივრეთ - NAEC-ის განმარტება მასწავლებლებს

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მანდატურის სამსახური რეკომენდაციებს ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება