| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი ატივობებითაა დატვირთული. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობენ, რომლებშიც ისინი დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის მე-5 კლასში ბუნების გაკვეთილზე, საინტერესო პროექტი ჩატარდა, რომლის თემა - „მზის სისტემა“ იყო. პროექტს მასწავლებელი ისკუი ეღუნიანი ხელმძღვანელობდა.
გაკვეთილზე მოსწავლეებმა წყვილებში თემატური ნამუშევრები წარადგინეს და დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.
„მათ სლაიდების მეშვეობით სამყარო, ვარსკვლავები, თანავარსკვლავედები, მზე, პლანეტები, ნახევარმთვარეები, ვარსკვლავები და მთვარე წარმოადგინეს“, - გვიყვებიან სკოლაში.
მათ ასევე ისაუბრეს პლანეტების შესახებ და შექმნეს კედლის გაზეთი.
გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი იურა იაილოიანი, მეთოდის ასოციაციის წევრები ა.დანელიანი, ნ.მელტონიანი და ა.გრიგორიანი.
გაკვეთილი ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო.
„შემდგომ მეთოდის ასოციაციის წევრებმა განიხილეს გაკვეთილი და შეაფასეს დადებითად“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას ზრდის.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ცნობილია, რომელი საგნის გამოცდაზე გადის ყველაზე მეტი მასწავლებელი
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ბავშვებმა მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობა წარმაოადგინეს, მათ შორის წაიკითხეს ლექსები და მინი სპექტაკლი გაითამაშეს
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას