| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ტოლერანტულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები ბავშვებს საგნებთან ერთად კაცთმოყვარეობას, მიმღებლობასა და შემწყნარებლობას ასწავლიან.
რაღა თქმა უნდა, სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა.
ჩატარდა თემატური შეხვედრები, რომლებმაც მოსწავლეებს ტოლერანტობის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ შეახსენა.
შეხვედრების ფარგლებში მოსწავლეებმა ნახეს ვიდეორგოლები, იმსჯელეს სხვადასხვა სიტუაციურ მაგალითზე და ბარათების დახმარებით შეაფასეს ქცევები - იყო თუ არა ისინი სწორი და მისაღები.
„ერთად ჩამოვწერეთ ტოლერანტული და არატოლერანტული ქცევები, ასევე ის მნიშვნელოვანი თვისებები, რომლებიც აუცილებელია მეგობრული, კეთილგანწყობილი და ტოლერანტული საკლასო გარემოს შესაქმნელად“,- გვიყვებიან სკოლაში.
ერთ-ერთ კლასში განხორციელდა აქტივობა „სიკეთის გაკვეთილი“.
მოსწავლეებმა ყუთში მოათავსეს წერილები, რომლებსაც თანაკლასელის სახელი და ის კეთილი საქმე დააწერეს, რომელიც მან დღის განმავლობაში გააკეთა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობის მიზანი იყო სიკეთის შემჩნევა, დაფასება და ერთმანეთისთვის დადებითი მაგალითების გაზიარება.
„გვჯერა, რომ ტოლერანტობა იწყება ერთმანეთის პატივისცემით, სიკეთითა და განსხვავებულობის მიღებით!“- აღნიშნავენ სკოლაში.
აქტივობებს ხელმძღვანელობდნენ სპეციალური მასწავლებლები - თინათინ ფურცელაძე და ნანა რობაქიძე.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სწავლის გასაგრძელებლად დოკუმენტების წარდგენა უკვე დაიწყო - დეტალური ინფორმაცია ცნობილია
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ბავშვებმა მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობა წარმაოადგინეს, მათ შორის წაიკითხეს ლექსები და მინი სპექტაკლი გაითამაშეს
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას