სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბოდბისხევის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი და საჭადრაკო ჩემპიონატი გაიმართა
07-11-2023
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლაში მოსწავლე-ახალგაზრდობის ერუდიციისა და ინტელექტუალური დონის ამაღლების მიზნით, ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“, შიდასასკოლო ტური გაიმართა. მას პედაგოგი თამრიკო ცაბუტაშვილი ხელმძღვანელობდა. მოთამაშე გუნდებს კი კლასის ხელმძღვანელები - მარიამ ტყემალაძე და მაია ალხანაშვილი გულშემატკივრობდნენ. 
 
ერთმანეთს სულ 3 გუნდი შეხვდა -  IV1 კლასის გუნდი - „ტვინოკოსები“, IV2 კლასის გუნდი - „ჭკვიანები“ და V კლასის გუნდი - „სხარტები“. მოსწავლეებმა სულ 15 შეკითხვას უპასუხეს, მათ ღირსეულად იასპარეზეს, გამარჯვბა კი გუნდმა „ტვინიკოსებმა“, 52 ქულით, მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ „სხარტებმა“ ერთით ნაკლები, 51 ქულა დააგროვეს, ხოლო „ჭკვიანებმა“ 45 ქულა მოიპოვეს.

გარდა ამისა, სკოლაში ჭადრაკის შიდასასკოლო ჩემპიონატი 3 ტურად გაიმართა. მას სპორტის მასწავლებელი ბესარიონ ქვრივიშვილი უძღვებოდა. 

ჭადრაკის ჩემპიონატის I და II ტურში, ნახევარფინალში გასასვლელად, ერთმანეთთან იასპარეზეს VII კლასის მოსწავლეებმა: გიორგი პავლიაშვილმა, ანასტასია პავლიაშვილმა, გიგა ჭაბაშვილმა. მათ შორის გამარჯვებული - გიორგი პავლიაშვილი საფინალო დასკვნით ტურში შეხვდა IX კლასის მოსწავლე დავით დოლაშვილს. მათ საინტერესო და ღირსეული მეტოქეობა გაუწიეს ერთმანეთს.
საბოლოო გამარჯვება და ჩემპიონობა თამაშის სიძლიერიდან გამომდინარე, ერგო IX კლასის მოსწავლეს - დავით დოლაშვილს, ხოლო მეორე ადგილი მოიპოვა VII კლასის მოსწავლე - გიორგი პავლიაშვილმა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება