| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მე-3ა კლასის მოსწავლეებისთვის გასვლითი აქტივობა მოეწყო.
სკოლის მე-3ა კლასის მოსწავლეები ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ და წარმოდგენილი ექსპონატები დიდი ინტერესით დაათვალიერეს.
მოსწავლეებს მუზეუმში თავმოყრილ ექსპონატებზე და მწერლის შემოქმედებაზე ესაუბრა მწერლის შვილიშვილი ოტია იოსელიანი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, საინტერესოდ წარიმართა სხვადასხვა აქტივობა - „პოეზიის 5 წუთი“, არაკები, დაჩის ზღაპრები. მოსწავლეები დიდი სიყვარულითა და ხალისით კითხულობდნენ მწერლის შემოქმედებიდან ნაწყვეტებს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“