| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, მათი ჩართულობით სკოლაში საინტერესო აქტივობები და ღონისძიებები იმართება.
Iგ კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლის - ეთო კაპანაძის ხელმძღვანელობითა და მშობელთა ჩართულობით, ღია ცის ქვეშ ღონისძიება - „შემოდგომა სოფელში“ მოაწყვეს.
საშემოდგომო ღონისძიებაზე მოსწავლეებმა სიმღერები, ლექსები და მინი-სპექტაკლი შესანიშნავად წარადგინეს.
მათ ასევე „შემოდომის კუთხე“ მოაწყვეს, სადაც სეზონური ხილი განალაგეს.
„ბოლოს კი ჩვენმა პატარებმა პირიც ჩაიტკბარუნეს შემოდგომის ნობათით“, - გვიყვებიან სკოლაში.
მოსწავლეები აღნიშნულ დღეს ასევე ქართულ ტრადიციულ საკრავებს, ჭურჭელს, სასოფლო საქმიანობისთვის საჭირო ხელსაწყოებს გაეცნენ.
„შემოდგომა - წელიწადის ის პერიოდია, როდესაც ადამიანები ვალდებული არიან ერთმანეთს სული გაუთბონ გრძნობებითა და სიტყვებით და მაშინ არანაირი მოსალოდნელი სიცივე საშიში აღარ იქნება!“, - ასე ახასიათებენ შემოდგომას სკოლაში.
სკოლა მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის მადლობას უხდის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს შეფასებას
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას