| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა თვითგამოხატვისა და მათი შემოქმედებითი უნარების განვითარების მიზნით, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი აქტივობა ხორციელდება.
ამჯერად კი სკოლაში, ტრადიციულადქცეული „შემოდგომის ფესტივალი“ გაიმართა, რომელშიც სამივე საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მშობელთა ჩართულობითა და მოსწავლეთა თვითმართველობის ხელშეწყობით, თითოეულმა კლასმა გააფორმა თავისი კუთხე, სადაც თავს იწონებდნენ ეროვნული ორნამენტებით დამშვენებული ხალიჩები, თექის ნამუშევრები, იყალთოელი თიხის ოსტატების დამზადებული კერამიკული ღვინის სასმისები, ფიალები და სხვა.
როგორც სკოლაში ამბობენ, უხვად იყო წარმოდგენილი შემოდგომის ხილი, სახელდახელოდ მოდუღებულ თათარაში მოსწავლეებმა ამოავლეს ჩურჩხელები. კუთხეების დათვალიერების შემდეგ, გაიმართა კონცერტი სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით, შესრულდა ხალხური ცეკვები და სიმღერები.
„შემოდგომის ფესტივალმა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა, ხელი შეუწყო მოსწავლეთა ესთეტიკურ აღზრდასა და აამაღლა მშობელთა ჩართულობის ხარისხი სასკოლო ცხოვრებაში“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“