| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის - გიორგი ამილახვარის ინიციატივით, პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში მასწავლებლის ეროვნული დღე დაწესდა.
მასწავლებლის ეროვნული დღე 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის ყველა საფეხურის მოსწავლე და მასწავლებელი აქტიურად ჩაერთო მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერები და პლაკატები, ნახატები, ღია ბარათები, ჩანახატი, ესე, წაიკითხეს ლექსები, სწორედ ამ დღისთვის მასწავლებლებს მიუძღვნა საკუთარი ლექსი VII კლასის მოსწავლე სესილი ყურშუბაძემ. ჩატარდა საკლასო ღონისძიებები და გასვლითი საგანმანათლებლო ღონისძიებები ბათუმის გალერეაში, არქეოლოგიურ მუზეუმსა და იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში.
X-XII კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს გაკვეთილები - „ერთი დღე მასწავლებლის როლში“.
ღონისძიებაში ჩართულ ყველა კლასს გადაეცა წამახალისებელი სიგელი.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“