| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ თრიალეთის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებს მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები ბავშვებს დაწყებითი კლასებიდანვე აჩვევენ გარემოზე ზრუნვას. სწორედ ამიტომ, ისინი სხვადასხვა აქტივობასა და პროექტში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
ამჯერად, სასკოლო საზოგადოება - „სკოლების გლობალური მოქმედების დღეს“ შეუერთდა.
აღნიშნული დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეები, მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად, ნარგიზ ვაშაყმაძის, მარინე ირემაძის, ეკა ჭეხანის და მზიგული წულუკიძის ორგანიზებით, ლოზუნგის - „დედამიწა ჩვენი სახლია და გავუფრთხილდეთ მას“ გარშემო გაერთიანდნენ და საინტერესო აქტივობები განახორციელეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობები მიმართული იყო კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად.
სკოლაში ასევე მოეწყო თემატური ნახატების გამოფენა - „დედამიწა ჩვენი სახლია და გავუფრთხილდეთ მას“, „კლიმატის ცვლილება არამარტო გარემოზე არამედ ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება“.
შეიქმნა ინფოგრაფიკა, პოსტერები, ბუკლეტები და საინფორმაციო ფურცელი, მოეწყო თემთან, შეხვედრები და პრეზენტაციები. ბავშვებმა თემის წევრებს და თანატოლებს ბუკლეტები - „ვიმოქმედოთ ლოკალურად და ვიაზროვნოთ გლობალურად“, დაურიგეს.
„ჩვენ შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ კლიმატის ცვლილებების შეჩერების პროცესში - ეკონომიურად მოვიხმაროთ ელექტროენერგია, ავტომობილის ნაცვლად ვისარგებლოთ გარემოსთვის უსაფრთხო ტრანსპორტით. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ცხოვრების წესად ვაქციოთ გარემოს დაცვა. ჩვენ გვჯერა ეს არის სწორი არჩევანი“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას