| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის N2 საჯარო სკოლის პირველ კლასში ანბანის სწავლის დაწყება საზეიმოდ აღინიშნა.
მოსწავლეთა მოტივაციაზე პედაგოგმა - დალი კვანტიძემ იზრუნა და მათ მრავალფეროვანი აქტივობები და სასწავლო რესურსი შესთავაზა.
„შემოდგომის ოქროსფერი სხივები იღვრებოდა ჭიათურის მე-2 საჯარო სკოლის Iგ კლასში. ანბანის შემობრძანებას ზეიმობდნენ გამოცდილი, თბილი, მოსიყვარულე პედაგოგის - დალი კვანტიძის ჭიკჭიკა მერცხლები. ისინი ხოტბას ასხამდნენ დედაენის შემოქმედს - დიდ იაკობ გოგებაშვილს, ქართულ ანბანს. დედაენის გასაღებს - კოპწია იას დაბადების დღეც აღუნიშნეს და ვარსკვლავიც გაუხსნეს. პირველკლასელებმა ლამაზი ინსცენირებით გააცოცხლეს „აი იას“ აღმოჩენის ეპიზოდი. უფროსი მეგობრის ჩართულობით წერილი „მიიღეს“ საოცრებათა ქვეყნიდან“,- გვიყვებიან შთამბეჭდავი გაკვეთილის შესახებ სკოლაში.
პირველკლასელებმა ანბანის სწავლა დიდი ენთუზიაზმით დაიწყეს.
„პატარები სიყვარულით იხუტებდნენ გულში „დედაენას“ და ჩანდა, რომ მათ გაცისკროვნებულ თვალებში ამ დღეს ანთებული ცოდნის ლამპარი არასოდეს ჩაქრება“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას