სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გუდაურის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული დღე ემოციურად მიულოცეს 
02-11-2023
-
+


ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის მე-5 კლასში სულ ორი მოსწავლეა, რომლებიც ყოველთვის განსაკუთრებით აღნიშნავენ მნიშვნელოვან თარიღებს და აქტიურად ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში. 

როგორც მათი დამრიგებელი - მარინა ბურდული გვიყვება, ორივე ძალიან საყვარელი, ბეჯითი და შრომისმოყვარეა.

მოსწავლეებს, მასწავლებლის ეროვნული დღეც არ დავიწყებიათ და განსაკუთრებულად მიულოცეს თავიანთ აღმზრდელებს. ბავშვებმა მისალოცი სიტყვით მიმართეს მასწავლებლებს და აღნიშნეს, რომ მასწავლებლად ყოფნა დაუღალავ შრომას და დაუშრეტელ ენერგიას მოითხოვს.

ამ დღის გასალამაზებლად, ბავშვებმა, მასწავლებლებს დაუმზადეს და გადასცეს ლამაზად გაფორმებული მისალოცი ბარათები. ისინი დიდი მონდომებით მუშაობდნენ ბარათების შექმნისა და გაფორმების პროცესში. მათ მოიძიეს ცნობილი გამონათქვამები მასწავლებლებზე და თან დაურთეს მისალოც ტექსტს. 

როგორც დამრიგებელი აღნიშნავს, მოსწავლეები მუდამ ცდილობენ, თავიანთი წარმატებით პედაგოგები აამაყონ და იყვნენ მეტად აქტიურები. 

„მეხუთეკლასელებმა ზუსტად იციან, რომ მათი ჩართულობა სხვადასხვა საგანმანათლებლო ტესტირებებსა და სასკოლო ოლიმპიადებში ასახელებს და წარმოაჩენს, როგორც მათ, ასევე მათ მასწავლებლებსაც. სწორედ ამიტომ ისინი ყოველთვის აქტიურად არიან ჩართულნი ასეთ პროექტებში. მათ სურთ, რომ მასწავლებლებმა ყოველთვის იამაყონ თავიანთი აღსაზრდელებით“, - გვიყვება პედაგოგი მარინა ბურდული. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება