სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნიგოზეთის საჯარო სკოლის მე-4 კლასში კომპლექსური დავალების - „ბაღის დაგეგმარება“ ჩვენება მოეწყო 
02-11-2023
-
+


ვახტანგ ჯაოშვილის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებისა და საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით, საინტერესო დავალებებს სთავაზობენ.

ამჯერად, მასწავლებლის მერი პაპიძის ხელმძღვანელობით, IV კლასში კომპლექსური დავალების - „ბაღის დაგეგმარება“ ჩვენება ჩატარდა.

მოსწავლეებმა - ქეთი ლაბაძემ, მათე სამხარაძემ, ანრი ლაბაძემ, მარიამ გელაშვილმა და გიორგი ომიაძემ გაკვეთილზე ბაღის მაკეტი წარადგინეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მაკეტის შექმნის დროს მათ გამოიყენეს გეომეტრიული ფიგურები, ასევე წარადგინეს სასწავლო წლის მანძილზე შექმნილი გეომეტრიული ფიგურები, რომლებიც დიდი ინტერესითა და ხალისით დაამზადეს.

გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.

პედაგოგმა მ.პაპიძემ მოსწავლეებს საჩუქრები გადასცა. ასევე ბავშვებმაც დამსწრე საზოგადოებას სიმბოლური საჩუქრები უსახსოვრეს.

გაკვეთილი საინტრესო, დასამახსოვრებელი იყო, სადაც მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი დავალებები მოსწავლეთა მრავალმხრივ გსანვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება