სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მასწავლებლობა მუდმივ შრომას გულისხმობს, სიახლეების ფეხის აწყობას“ - ზესტაფონის მომავლის სკოლის პედაგოგი ქეთევან კვესიტაძე
12-10-2023
-
+


ზესტაფონის მომავლის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქეთევან კვესიტაძე პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული პიროვნებაა. ის ბევრს შრომობს და ცდილობს, განათლების სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებს მუდამ ფეხი აუწყოს. პედაგოგს მიაჩნია, რომ მასწავლებელი თავისი პიროვნული ღირებულებებით უნდა იყოს მოსწავლეთათვის სამაგალითო. სწორედ ამიტომ, საქმეს ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება და მოსწავლეებსაც ამისკენ მოუწოდებს. მათ ხშირად ურჩევს, იკითხონ ბევრი, დაუფიქრდნენ წაკითხულს და მეცადინეობას მეტი დრო დაუთმონ. etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მასწავლებელი  ქეთევან კვესიტაძე პასუხობს.


- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი...

- ყოველი სასწავლო წელი განსაკუთრებული მოლოდინით იწყება, არც წლევანდელია გამონაკლისი. მოლოდინი მაქვს, რომ ენერგიულად ვიმუშავებთ, მოსწავლეები ბეჯითად იმეცადინებენ და სასწავლო წელს წარმატებით დავაგვირგვინებთ.

- მასწავლებლისთვის წარმატება არის...
- მასწავლებლის წარმატების საზომი არის მოსწავლე, ამას ამბობს ყველა, ოღონდ მასწავლებლობა მხოლოდ საგნისადმი პროფესიონალურ დამოკიდებულებას არ ნიშნავს, მასწავლებელი თავისი პიროვნული ღირებულებებით უნდა იქცეს სამაგალითოდ და  ვფიქრობ, სწორედ ეს აქცევს მას წარმატებულად.

- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია...
- არ ვფიქრობ, რომ მასწავლებლის მიზანი უნდა იყოს საგნის შეყვარება. მოსწავლემ უნდა იგრძნოს, როგორ დამოკიდებულებას ამჟღავნებს თავად მასწავლებელი თავისი პროფესიის მიმართ, პატივისცემით განაწყოს და მოსწავლეც იგრძნობს, როგორი საინტერესო ყოფილა ესა თუ ის საგანი.

- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...
- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ, რომ იკითხონ წიგნები, დაუფიქრდნენ წაკითხულს, იქცნენ კარგ მკითხველებად.

- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი...
- რთული იქნება ოროდე სიტყვით ამ საკითხზე საუბარი...

- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი რომ...
- მასწავლებლად მუშაობა საკმაოდ ახალგაზრდა ასაკიდან დავიწყე. მაშინ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო პროფესიული საქმიანობით ტკბობა, მისი ცხოვრების ორგანულ ნაწილად ქცევა.

- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...
- მოდუნება არც ერთ პროფესიას არ უხდება. მასწავლებლობა მუდმივ შრომას გულისხმობს, სიახლეების ფეხის აწყობას, მოსწავლე-ახალგაზრდობის ინტერესების გათვალისწინებასა და ცხოვრების მათი თვალით დანახვას.

 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება