სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სცემა თუ არა მეხუთეკლასელმა მასწავლებელი - თბილისის N172 სკოლის დირექტორი მომხდარ ინციდენტზე etaloni.ge-სთან საუბრობს 
21-10-2026
-
+


„N172 სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით (მოსწავლემ რომ მასწავლებელი ცემა) ვაზისუბნის ჯგუფში დავდე პოსტი, რომელიც წააშლევინეს ერთ-ერთ ადმინს.

ეს არის მიზანმიმართულად ხელის დაფარება და დამალვა, იმის რომ შეიძლება მოსწავლემ მასწავლებელი, საგაკვეთილო პროცესის დროს დაასახიჩროს ან უარესი - მოკლას.

სკოლა არ აწვდის ინფორმაციას მასწავლებელს, რომ ბავშვს აქვს პრობლემა და გაითვალისწინოს.

ყველამ აიღეთ თქვენი წილი პასუხისმგებლობა!! დღეს რომ ჩემ დის მიმართ სხვა შედეგი დამდგარიყო, ძალიან მაინტერესებს რას მოიმოქმედებდით. ეს არაა მხოლოდ ერთი და ორი ადამიანის პრობლემა“, - აღნიშნული პოსტი სოციალურ ქსელში გავრცელდა.

etaloni.ge N172 სკოლის დირექტორს, დავით ბრეგვაძეს დეტალების დასაზუსტებლად დაუკავშირდა, რომელმაც ინციდენტის შესახებ დეტალურად უამბო.

როგორც ირკვევა, შემთხვევა ორი დღის წინ, ქართულის გაკვეთილზე მოხდა - მეხუთეკლასელებს შორის ჩხუბი ატყდა, მასწავლებლებმა მათი გაშველება სცადა და ამ დროს ბავშვმა დაარტყა:

„ეს ბავშვი რთული ქცევისაა... დიდი ხანია მშობელს ვესაუბებით ამის შესახებ, თუმცა ფსიქოლოგებს იგი არ შეუფასებიათ... არც სსსმ სტატუსი აქვს. ინციდენტები წინა წლებშიც მომხდარა, თუმცა შარშან პრობლემა არ შექმნილა და მეგონა, რომ გადავლახეთ რთული პერიოდი... 

ქართულის გაკვეთილი იყო, კლასელმა მის მაგიდაზე ხელი დადო, ამან ააღებინა, თუმცა ბავშვმა იგივე რომ გაიმეორა, უკვე ხელჩართული ჩხუბი ატყდა. პედაგოგმა მათი გაშველება სცადა და ამ დროს ბავშვმა დაარტყა. კაფანდარა გოგონაა მასწავლებელი და რაიმე გართულებები რომ აგვეცილებინა თავიდან, სასწრაფო გამივძახეთ“, - განაცხადა დავით ბრეგვაძემ.

მისივე თქმით, საქმეში მანდატურის სამსახური ჩაერთო, პოლიციაც გამოიძახეს, მშობელიც დაიბარეს, თუმცა იგი სკოლაში არ მივიდა.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ მასწავლებელს საავადმყოფოში არავინ გაყვა...

- შევთავაზეთ, თუმცა უარი თავად თქვა.

- ბიულეტენზეა პედაგოგი, ბატონო დავით?

- არა, დაბრუნდა სამსახურში.

- მშობელს ესაუბრეთ? რა პასუხი აქვს?

- იმავე დღეს ჩემი მოადგილე ესაუბრა, სკოლაში დავიბარეთ, დღეს უნდა მოსულიყო, თუმცა არ მოვიდა.

- ახლა რას აპირებთ?

- კანონისა და შიდანაგწესის შესაბამისად ვიმოქმედებ, თუმცა მანამდე მოკვლევის შედეგებია საინტერესო: მხოლოდ მერხზე ხელის დადება გახდა ჩხუბის მიზეზი თუ მასწავლებლეთანაც რაიმე პრობლემა იყო. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დირექტორებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

პანაშვიდის შემდეგ თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის, ხელოვნების სკოლისა და ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილი მხატვრული შემოქმედება

შეხვედრაზე მოსწავლეებმა იმსჯელეს ახალი სასწავლო წლის პრიორიტეტებზე, ერთმანეთს გაუზიარეს იდეები და წარმოადგინეს ინიციატივები
 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება