სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა უნდა გეწეროთ ხედვის დოკუმენტში - ინფორმაცია წინსვლის მსურველი პედაგოგებისთვის
23-10-2026
-
+


წინსვლის მსურველი პედაგოგებს, ხედვის წადგენის ვადა 27 ოქტომბრის ჩათვლით აქვთ. დირექტორთა პლატფორმა, იურიდიული დახმარება პედაგოგებს სთავაზობს ინსტრუქციას, თუ რა უნდა ეწეროს ხედვაში:

1. შერჩეულ მიმართულებასა და მის ფარგლებში არსებული ფუნქციების არსზე მსჯელობა (0–4 ქულა) ხედვა და თანმიმდევრულობა:

წინსვლის მსურველი თანმიმდევრულად, სიღრმისეულად და არგუმენტირებულად მსჯელობს სქემის შერჩეული მიმართულებისა და მისი ფუნქციების არსზე. ნათლად განმარტავს, რას გულისხმობს მიმართულება და მისი ფუნქციები სკოლის/სკოლების კონტექსტში და ასაბუთებს მათ მნიშვნელობას. პრაქტიკული მაგალითი:საკუთარ მოსაზრებებს ამყარებს პირადი პრაქტიკიდან მოყვანილი კონკრეტული და რელევანტური მაგალითებით.

2. მიმართულების ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობის ამოცანების განსაზღვრა (0–4 ქულა) ამოცანების დასახვა:

განსაზღვრავს მიმართულების ფარგლებში განსახორციელებელ საქმიანობის ერთმანეთთან დაკავშირებულ რელევანტურ და კონკრეტულ ამოცანებს. მსჯელობს თითოეული ამოცანის საჭიროებასა და მნიშვნელობაზე, განსაზღვრავს ამოცანების განხორციელებისთვის საჭირო თანამშრომლობის ფორმებს. პრაქტიკული მაგალითი:საკუთარ მოსაზრებებს ასაბუთებს პირადი პრაქტიკიდან მოყვანილი კონკრეტული და რელევანტური მაგალითებით.

3. სამიზნე ჯგუფის ჩართულობის უზრუნველყოფა (0–4 ქულა) ჩართულობის მექანიზმები:

დასახული ამოცანები სრულად უზრუნველყოფს სამიზნე ჯგუფის ჩართულობას. ხსნის, როგორ უზრუნველყოფს სამიზნე ჯგუფის მონაწილეობას დაგეგმილ საქმიანობაში. პრაქტიკული მაგალითი:ასაბუთებს და აღწერს, თუ როგორ გამოიყენებს პირად გამოცდილებას და პრაქტიკიდან მოყვანილ მაგალითებს ამ მიმართულებით.

4. გავლენა კოლეგების პროფესიულ განვითარებასა და სკოლაზე/სკოლებზე (0–4 ქულა)კოლეგების განვითარება და ცვლილებები:

სრულად და თანმიმდევრულად აღწერს, როგორ შეუწყობს ხელს კოლეგების პროფესიულ განვითარებას, რა ცვლილებებს გამოიწვევს დაგეგმილი საქმიანობა მათ პრაქტიკაში. გავლენა და მდგრადობა:აჩვენებს, როგორ აისახება ცვლილებები მოსწავლეთა სწავლის შედეგებსა და სკოლის/სკოლების პრაქტიკაზე და რა უზრუნველყოფს მიღწეული ცვლილებების შენარჩუნებასა და განვითარებას.

5. მიღწეული შედეგების შეფასება (0–4 ქულა) შეფასების ინსტრუმენტები: თითოეული ამოცანისთვის მკაფიოდ არის განსაზღვრული, როგორ შეფასდება მიღწეული შედეგი და როგორ გაიზომება ცვლილება.

ასახელებს მტკიცებულებების ტიპებს ან/და შეფასების საშუალებებს. პრაქტიკული მაგალითი:მას პირადი პრაქტიკიდან მოჰყავს კონკრეტული მაგალითი, თუ როგორ შეაფასა მის მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგი და როგორ გამოიყენა შეფასების შედეგები შემდგომი საქმიანობის დასაგეგმად.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეებმა საკუთარი თვალით იხილეს საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული სიწმინდე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება