სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბავრის საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე ლამაზი ღონისძიებით აღინიშნა 
30-10-2026
-
+


27 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს საქართველოში მასწავლებლის ეროვნულ დღეს ვზეიმობთ. წელს ეს მნიშვნელოვანი თარიღი უკვე მეოთხედ აღინიშნა და მასწავლებლის პროფესიის, მისი განსაკუთრებული მისიისა და საზოგადოებაში პედაგოგის როლის დაფასებას მიეძღვნა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლაში ამ ღირსშესანიშნავ თარიღს გამორჩეულად გამოეხმაურნენ. 

ბილინგვური სწავლების სპეციალისტებმა - ალვარტ მადოიანმა, ლუსინე მარაბიანმა, ლეილა კარაპეტიანმა და ხატია მაღრაძემ ერთობლივი ძალისხმევით მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, შესანიშნავი, ლამაზი და დაუვიწყარი ღონისძიება გამართეს. 

მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე ლამაზი სანახაობით წარდგნენ - ბავშვებმა ქართულ და სომხურ ენებზე წარმოთქვეს ლექსები, იმღერეს, საცეკვაო ნომრები შეასრულეს, პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული მიულოცეს და მასწავლებლებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის წარმომადგენლები, მშობლები, საზოგადოების წარმომადგენლები.

სკოლაში მადლობას უხდიან ღონისძიების ორგანიზატორებს. 

„მადლობას, ვუხდით სკოლის კოლექტივი და სოფლის წარმომადგენლები ბილინგვური სწავლების სპეციალისტებს გაწეული შრომისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება