სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვარდისფერი ოქტომბერი“ - ტრადიციად ქცეული ინტეგრირებული პროექტი პერევის საჯარო სკოლაში 
30-10-2026
-
+


საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა. ამ მნიშვნელოვან კამპანიას პერევის საჯარო სკოლა წლებია უერთდება.

1 ოქტომბრიდან, პერევის საჯარო სკოლაში მიმდინარეობდა ინტეგრირებული პროექტი - „ვარდისფერი ოქტომბერი 2026“, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ბიოლოგიის, ინგლისური ენის, ხელოვნებისა და მუსიკის მასწავლებლები, VII, VIII, IX და XI კლასების მოსწავლეები და მათი მშობლები.

პროექტი შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემატური დეკორაციები, VIII კლასელებმა ინგლისური ენის მასწავლებელთან ერთად შექმნეს მზრუნველობის წიგნი, აგრეთვე სტუმრებს QR-კოდებით (თემატური ინფორმაციებით) გამდიდრებული ტკბილეული შესთავაზეს, IX კლასელებმა კი მშობლებთან ერთად შექმნილი საინფორმაციო ვიდეოკლიპი წარადგინეს. საინტერესო პრეზენტაციით სტუმრების წინაშე XI კლასის მოსწავლეები წარდგნენ.

ღონისძიების სტუმარმა ექიმმა, ნანა კაპანაძემ ისაუბრა სკრინინგის მნიშვნელობაზე. დასასრულს უმცროსკლასელებმა სიმღერით გაალამაზეს დღე.

„ბოლოს დავაკალმეთ ვარდის ტოტები იმედის სიმბოლური გზავნილი გავაზიარეთ - გვჯერა, რომ დაფესვიანდება და გაზაფხულზე ისინი და ჩვენი სკოლის ეზოს დაამშვენებს“,- გვიყვებიან სკოლაში და მადლობას უხდიან ღონისძიების ყველა მონაწილეს. 

„დიდი მადლობა, თითოეულ მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს აქტიური ჩართულობისთვის! ერთად ცოდნას, ზრუნვასა და იმედს ვავრცელებთ, რადგან ჯანმრთელობაზე ზრუნვა სიყვარულით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება