| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარცეფის საჯარო სკოლის დირექტორ მალხას მალხასიანისთვის მთავარი საზრუნავი მოსწავლეთა წარმატებული მომავალია.
მოსწავლეთა წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობა კი მისი თქმით, სასწავლო პროცესში აქტიური ჩართულობა, თანასწორი გარემო და ცოდნის მიღებაზე კონცენტრეიბაა. სწორედ ამიტომ სკოლებში ტელეფონების აკრძალვასა და და სასკოლო ფორმების შემოღებას მიესალმება და დროულ გადაწყვეტილებას უწოდებს.
მცირეკონტიგენტიანი სკოლის დირექტორის შეფასებით, მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდი კონტინგენტის მქონე სკოლებისთვის, სადაც მოსწავლეთა ყურადღების სასწავლო პროცესზე კონცენტრირება უფრო რთულია.
„ჩვენს სკოლაში, ტელეფონების შეზღუდვის პრობლემა არასდროს ყოფილა, კლასში სადაც ორი მოსწავლე სწავლობს, მასწავლებლის ყურადღების მიღმა არაფერი რჩება. მაგრამ სკოლებში, სადაც 28 და მეტი მოსწავლე ზის, მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ყურადღება არაფერზე გაეფანტოთ. მახარებს, რომ როგორც მოსწავლეები ისე მასწავლებლები ახალ წესს დადებითად შეხვდნენ“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი.
რაც შეეხება სასკოლო ფორმებს, დირექტორი მიიჩნევს, რომ მათი შემოღება ბავშვებში თანასწორობის განცდას გააძლიერებს და მათ ყურადღებას ტანსაცმელზე ფიქრის ნაცვლად, სწავლაზე გადაიტანს.
„ფორმების შემოღებას ყველა დადებითად შეხვდა. პირველკლასელები მართლაც გამორჩევიან და მიხარია, რომ სასკოლო ფორმებს მალე მე-2 კლასელებიც მოირგებენ.
ვფიქრობ, ფორმა მოსწავლეს თანასწორობის განცდას აძლევს, სოციალურ განსხვავებას ამცირებს. მოსწავლე სკოლაში, სრულად ორიენტირებული უნდა იყოს სწავლაზე და არა იმაზე თუ ვის რა აცვია და ვინ რას მისწერს.
მინდა, თითოეული მოსწავლე წარმატებული იყოს, ამისთვის კი სწავლაა საჭირო, ამაზე ზრუნავს სკოლა, მშობლები და სახელმწიფო“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება
„მინდა თითოეული მოსწავლე წარმატებული იყოს“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად