| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ თახჩის საჯარო სკოლის დირექტორ გაიანე მიქაელიანისთვის მნიშვნელოვანია სკოლაში იყოს გარემო, სადაც მოსწავლეები ხარისხიანი განათლების მიღებას შეძლებენ და სწავლაზე იქნებიან ორიენტირებულნი.
მისი თქმით, თანასწორი გარემო და სასწავლო პროცესზე კონცენტრირება მოსწავლეთა წარმატების მნიშვნელოვანი საფუძველია. ამიტომ განათლების სამინისტროს ახალ რეგულაციებს - სასკოლო ფორმების შემოღებასა და გაკვეთილებზე მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვის დადებითად აფასებს.
ამჟამად, სომხურენოვან საბაზო სკოლაში, სულ ოთხი მოსწავლე სწავლობს, მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში პირველკლასელები არ არიან, ჰყავთ მე-2, მე-4 და მე-8 კლასელები.
დირექტორი იმედოვნებს, რომ მოსწავლეები სასკოლო ფორმებს მალე მოირგებენ.
„მართალია, ჩემს სკოლაში პირველკლასელი არ მყავს, მაგრამ მალე მეორეკლასელებისთვისაც იქნება ფორმები და ძალიან მიხარია, სხვა სკოლის მოსწავლეებს, რომ ვუყურებ აღფრთოვანებული ვარ, ისეთი ლამაზები და მოწერიგებულები არიან. მნიშვნელოვანია, რომ მშობლებიც სიხარულით შეხვდნენ სიახლეს.
ვფიქრობ, ფორმა მოსწავლეებს თანასწორობისა და სკოლასთან კუთვნილების განცდას აძლევს. ადრე ყველას ფორმა გვეცვა და ეს მშვენიერი იყო. მიხარია, რომ მოსწავლეები ლამაზად გამოწყობილები მოვლენ სკოლაში.
მთავარი კი არის ის, რომ ისწავლონ და სკოლიდან ცოდნის მაქსიმუმი წაიღონ, თვალის მოტყუებელი და გონების გასაფანტი კი ნაკლებად ჰქონდეთ“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი.
ტელეფონების გამოყენების შეზღუდვა კი, მისი თქმით, ბავშვებს საშუალებას მისცემს მეტი დრო დაუთმონ სწავლასა და წიგნების კითხვას.
„ტელეფონების აკრძალვა საუკეთესო გადაწყვეტილებაა, ჩვენთან დაბალკლასელებს ისედაც არ დააქვთ ტელეფონები, მერველკლასელი კი ტელეფონს საკლასო ოთახში შესვლამდე სპეციალურ ყუთში ტოვებს.
მახარებს, რომ მოსწავლე უფრო მეტად არის კონცენტრირებული სწავლაზე და თვალი ტელეფონისკენ არ გაურბის, არ ამოწმებს ვინ რას იწერება საერთო ჩატში, მეტად ორიენტირებულია წაიკითხოს წიგნი, მოუსმინის პედაგოგს, ამით კი ყველა მოგებულია.
ჩემთვის, ყველაზე მთავარია მოსწავლეებმა ისწავლონ, მიიღონ საფუძვლიანი განათლება, რაც მათი წარმატებული მომავლის საწინდარია, ასე რომ მახარებს ყველაფერი ის, რაც მოსწავლეს გზას გაუკვლავს ლამაზი მომავლისკენ!“,- აღნიშნავს თახჩის საჯარო სკოლის დირექტორი გაიანე მიქაელიანი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება
„მინდა თითოეული მოსწავლე წარმატებული იყოს“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად