| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2026 წლის 22 ოქტომბერს საქართველოში პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ დაიწყება, რომლის ფარგლებშიც თბილისსა და საქართველოს 10 რეგიონში 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ ნერგს დარგავს.
პროგრამა 2026 წლის 31 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით დამტკიცდა. მისი განხორციელება 22 ოქტომბერს, ხის დარგვის საერთაშორისო დღის ფარგლებში დაიწყება და ერთი თვე გაგრძელდება.
როგორც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების კლიმატური პირობების გათვალისწინებით, წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად ჩატარდება.
„პროგრამის ფარგლებში თითოეული პირველკლასელი საკუთარ ნერგს დარგავს, რაც ბავშვებისთვის ბუნებასთან ურთიერთობისა და გარემოზე ზრუნვის პრაქტიკულ გამოცდილებად იქცევა.
ინიციატივა ხელს შეუწყობს მათში პასუხისმგებლობის განცდის გაძლიერებას და გააცნობს გამწვანების მნიშვნელობას, ხეების როლსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის აუცილებლობას.
„ჩემი პირველი ნერგი“ მხოლოდ ხის დარგვის ღონისძიებით არ შემოიფარგლება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია, რომელიც ბავშვებისთვის სხვადასხვა შემეცნებით აქტივობას მოიცავს. მათთვის მომზადებულია სპეციალური შემეცნებითი ვიდეორგოლი და ბუკლეტი, რომლებიც გარემოს დაცვის საკითხებზე ცოდნის გაღრმავებასა და ბუნების მიმართ ინტერესის გაღვივებას შეუწყობს ხელს.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თითოეული ბავშვის პირად მონაწილეობას. პირველკლასელებს შესაძლებლობა ექნებათ, შეავსონ საკუთარი ნერგის პასპორტი, რომელიც ამ დღის სამახსოვრო ნივთად დარჩებათ და მათ მიერ დარგულ ხესთან დაკავშირებულ გამოცდილებას შეინახავს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ცენტრი აღნიშნავს, პროექტის მიზანია ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით ხელი შეეწყოს:
ა) ტყისა და მწვანე სივრცეების აღდგენის/ზრდის მხარდაჭერას;
ბ) ბიომრავალფეროვნების დაცვას;
გ)კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზემოქმედების შემცირების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდას და მდგარდი განვითარების პრინციპების დამკვიდრებას;
დ) პროგრამის ძირითადი მიზნების ინტეგრირებას ქვეყნის გრძელვადიან გარემოსდაცვით, კლიმატის ცვლილებისა და ტყის აღდგენის სახელმწიფო პოლიტიკასთან.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს შეეხება - პროგრამა ხვალიდან, 22 ოქტომბრიდან იწყება
„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...
აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„მობილური ტელეფონების შეზღუდვა, სასკოლო ფორმების დაწესება, მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აძლიერებს“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება