| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2026 წლის ოქტომბერში მსოფლიოს, განსაკუთრებით კი აშშ-სა და კანადის ათასობით სკოლაში, ჰელოუინთან დაკავშირებით უპრეცედენტოდ მკაცრი შეზღუდვები დაწესდა. თუ ადრე 31 ოქტომბერი სრულიად არაფორმალურ, გასართობ დღედ ითვლებოდა, მიმდინარე წელს საგანმანათლებლო ოლქებმა აქცენტი უსაფრთხოებაზე, აკადემიურ მოსწრებასა და ფსიქოლოგიურ ინკლუზიურობაზე გადაიტანეს.
უფროსკლასელებისთვის აიკრძალა კოსტიუმები - არაერთმა მსხვილმა საგანმანათლებლო ცენტრმა, მათ შორის ტეხასის ჰიუსტონის სასკოლო ოლქმა (Houston ISD), დაამტკიცა შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც საშუალო და უფროსი კლასების (Middle & High School) მოსწავლეებს სკოლის ტერიტორიაზე სადღესასწაულო ფორმებით გამოჩენა აეკრძალათ.
ოლქების ხელმძღვანელობის განმარტებით, კოსტიუმები ხშირად ხდებოდა სასწავლო პროცესის სრული ჩაშლის, ასევე მოსწავლეთა შორის კონფლიქტების მიზეზი; ამიტომ წელს კოსტიუმირებული ღონისძიებების უფლება მხოლოდ დაწყებითი საფეხურის (Elementary School) მოსწავლეებს დაუტოვეს, თუმცა მათთვისაც წესები რადიკალურად შეიცვალა.

„ერთსაათიანი ლიმიტი“ - იმ სკოლებში, სადაც უმცროსი ასაკის ბავშვებს ფორმების ჩაცმის ნება დართეს, დრო შეიზღუდა: ნებისმიერი თემატური აქტივობა, აღლუმი თუ წვეულება მაქსიმუმ ერთ საათს შეიძლება გაგრძელდეს; გარდა ამისა, ამოქმედდა „აკადემიური კავშირის“ წესი: ბავშვებს აღარ აქვთ უფლება, ჩაიცვან ნებისმიერი პერსონაჟის ტანსაცმელი. კოსტიუმები უნდა უკავშირდებოდეს სასწავლო პროგრამას ან ლიტერატურულ პერსონაჟებს.
უსაფრთხოებისა და Dress-Code-ის მკაცრი ჩარჩოები - 2026 წლის სასკოლო რეგულაციებით, სკოლების შიდაგანაწესში გაჩნდა პუნქტები, რომლებიც მკაცრად კრძალავს:
სახის ნიღბებს (Masks): მოსწავლის სახე ხილვადი უნდა იყოს უსაფრთხოების კამერებისა და პერსონალისთვის; სათამაშო იარაღებს (Props): ნებისმიერი პლასტმასის ხმალი, თოფი, დანა ან ჯადოსნური ჯოხიც კი წელს კონფისკაციას ექვემდებარება; ძალადობრივ თემატიკას (Gore): აკრძალულია ზედმეტად შემაშინებელი ფორმები, რათა თავიდან აიცილონ უმცროსკლასელების ფსიქოლოგიური ტრავმირება;
ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების რეკომენდაციით, რიგმა სკოლებმა უცნაური, მაგრამ ეფექტური შეზღუდვა აამოქმედეს - აიკრძალა ე.წ. ჯგუფური კოსტიუმები (Group Costumes), როდესაც მეგობრების კონკრეტული წრე წინასწარ თანხმდება საერთო თემატიკაზე. კვლევებმა აჩვენა, რომ ეს პრაქტიკა ხშირად ხდებოდა სასკოლო ბულინგისა და იმ ბავშვების სოციალური გარიყვის მიზეზი, რომლებსაც პოპულარულ ჯგუფებში არ იღებდნენ.

ამრიგად, 2026 წლის სასკოლო ჰელოუინი ხასიათდება მკაცრი კონტროლით, სადაც გასართობი კომპონენტი მინიმუმამდეა დაყვანილი, თუმცა ამ ფონზე, არის სკოლები, რომლებიც ჰელოუინის დღესასწაულზე იკეტება:
ირლანდია ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ოქტომბრის ბოლო ორშაბათი ოფიციალური უქმე დღეა. შესაბამისად, ირლანდიის ყველა სკოლაში ოქტომბრის ბოლო კვირას საშემოდგომო არდადეგები (October Mid-Term Break) იწყება და მოსწავლეები ჰელოუინის პერიოდში მთელი კვირის განმავლობაში ისვენებენ.
დიდ ბრიტანეთში (ინგლისი, უელსი, შოტლანდია) ოქტომბრის ბოლო კვირა ტრადიციულად ემთხვევა საშემოდგომო კვარტლურ არდადეგებს (Autumn Half-Term). მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ჰელოუინი არ არის დასვენების მიზეზი, მოსწავლეები ამ დროს მაინც სახლში არიან, რაც წინასწარ არის გათვალისწინებული ეროვნულ სასწავლო გეგმაში.
აქვე კი არსებობს ქვეყნები, სადაც ჰელოუინის აღნიშნვნა სკოლებში აკრძალულია მონღოლეთის მთავრობამ ოფიციალურად აკრძალა სკოლებში ჰელოუინის ნებისმიერი ფორმით აღნიშვნა. განათლების სამინისტროს განცხადებით, ეს დღესასწაული ეწინააღმდეგება ადგილობრივ კულტურას. რუსეთის რეგიონების უმეტესობაში (მაგალითად, ციმბირის ოლქებში) სკოლებს მკაცრი დირექტივები გაეგზავნათ, რათა არ დაუშვან ჰელოუინის მსგავსი ტიპის ღონისძიებები - მათ „არაქრისტიანულ და ექსტრემისტული განწყობის გამომწვევ, არაქრისტიანულ მოვლენად“ მიიჩნევენ. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, ჰელოუინი არის „სიკვდილის კულტი“, რომელიც ეწინააღმდეგება ტრადიციულ ქრისტიანულ ფასეულობებს და შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიოს ბავშვების ფსიქიკაზე. სკოლებს ევალებათ, ამ დღეს ნებისმიერი დასავლური ატრიბუტიკის ნაცვლად, აქცენტი გააკეთონ ადგილობრივ კულტურულ, ისტორიულ ან სპორტულ ღონისძიებებზე.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სკოლებში, განსაკუთრებით კი დაწყებით და საშუალო საფეხურებზე, ჰელოუინის ან ნებისმიერი სხვა დასავლური დღესასწაულის (მაგალითად, შობის) აღნიშვნა მკაცრად იზღუდება. მთავრობის პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ საგანმანათლებლო სივრცეები დაიცვან „დასავლური იდეოლოგიური გავლენისგან“. მიუხედავად იმისა, რომ დიდ ქალაქებში, კერძო სექტორში ან ზრდასრულთა გასართობ ცენტრებში ჰელოუინი პოპულარულია, საჯარო სკოლების მოსწავლეებს ეკრძალებათ სკოლის ტერიტორიაზე კოსტიუმებით მისვლა ან თემატური წვეულებების მოწყობა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა
იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილე მოსწავლეები გადანაწილებულნი იყვნენ ბრალდების, დაცვისა და სასამართლოს გუნდებად
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად