სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ჩვენი მოვალეობაა, მოსწავლეებს ვასწავლოთ წესრიგი და უფრო დააფასებენ სწავლას“ - კოჩიოს საჯარო სკოლის დირექტორი არტურ ბალასანიანი
29-10-2026
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოს საჯარო სკოლის დირექტორ არტურ ბალასანიანისთვის მნიშვნელოვანია სკოლაში ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც ბავშვებს სწავლაზე მეტად კონცენტრირებაში დაეხმარება, შესაბამისად დადებითად აფასებს სასკოლო ფორმების შემოღებასა და გაკვეთილების დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას.

დირექტორის შეფასებით, მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდ სკოლებსა და მრავალრიცხოვან კლასებში. მისი თქმით, რეგულაცია მოსწავლეებს სასწავლო პროცესზე კონცენტრირებაში ეხმარება - ისინი გაკვეთილზე დროს აღარ კარგავენ მიმოწერასა და გართობაში, ყურადღებით უსმენენ მასწავლებელს და მეტ ცოდნას იძენენ.

არტურ ბალასანიანი მიიჩნევს, რომ სკოლაში მთავარი მოსწავლეებისთვის ცოდნის მიცემაა და მნიშვნელოვანია, მასწავლებლების შრომამ უშედეგოდ არ ჩაიაროს.

„ჩვენი სკოლა არ არის მრავალრიცხოვანი, ამიტომ მოსწავლეები ყოველთვის მობილიზებულები მოდიან, შეზღუდვების შემოღაბემდეც მოსწავლეები ნაკლებად ატარებდნენ ტელეფონებს, თუმცაღა გამონაკლისებიც არიან. ისინი ტელეფონებს სპეციალურ სათავსოებში ინახავენ.

რაც შეეხება დიდ სკოლებს, ვფიქრობ აკრძალვა დროული და აუცილებელი იყო. მოსწავლეები უფრო მობილიზდებიან სწავლაზე და გონების გამფანტავიც ნაკლებად ექნებათ. მოსწავლემ სკოლიდან ცოდნა უნდა წაიღოს. ამიტომ გულდასაწყვეტია, როდესაც მასწავლებლის მოდომება და ძალისხმევა იკარგება“,- აღნიშნავს დირექტორი. 

არტურ ბალასანიანი დადებითად აფასებს სასკოლო ფორმების შემოღებასაც. მისი თქმით, აკრძალვას დადებითად შეხვდნენ როგორც პედაგოგები, ისე მშობლები და მოსწავლეები. დირექტორის შეფასებით, ფორმები მოსწავლეებს შორის სოციალური განსხვავებების შემცირებას და თანასწორობის განცდის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

„ფორმების შემოღება ძალიან კარგი წამოწყებაა, სკოლა, მშობლები და მოსწავლეებიც სიხარულით შეხვდნენ სიახლეს, ვფიქრობ, სასკოლო ფორმა სოციალურ უთანასწორობას შეამცირებს. ყველა ერთნაირად ჩაცმული ივლის, რაც მოსწავლეთა შორის თანასწორობის განცდას გააჩენს. ძალიან ლამაზი ფორმებია, თანამედროვე, მოსახერხებელი და არამგონია ვინმეს არ მოსწონდეთ“,- აღნიშნავს დირექტორი და დასძენს, რომ მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა დაიცვან ახალი რეგულაციები, ისწავლონ, პატივი სცენ კანონს და დააფასონ განათლება, წიგნი და იმ ადამიანების შრომა, რომლებიც მათ მომავალზე ზრუნავენ.

„ჩაიცვან ბავშვებმა ფორმები, ტელეფონის გარეშე შევიდნენ გაკვეთილზე, ისწავლონ და უყვარდეთ სამშობლო. ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მივცეთ ხარისხიანი ცოდნა.

ჩვენი მოვალეობაა, შევაჩვიოთ წესრიგს, კანონის პატივისცემას და უფრო დააფასებენ სწავლას, წიგნს და მათ განათლებაზე მზრუნველი ადამიანების შრომას, ეს იქნება სკოლა, მშობლები თუ ქვეყანა“,- აღნიშნავს დირექტორი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა ეროვნული მემკვიდრეობისა და ქართული ხუროთმოძღვრების შესახებ
 
„წარმატებებს გისურვებთ შემდგომ ეტაპზე! გვჯერა, კვლავაც გაგვახარებთ“
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება