| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა.
იმერის საჯარო სკოლაში, პედაგოგ ზურაბ ვანაძის ორგანიზებით, ჩამოყალიბებულია მკითხველთა კლუბი, რომელშიც გაერთიანებულია სკოლის ყველა მოსწავლე.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მკითხველთა შორის, წელიწადში ორჯერ, ტარდება კონკურსი, იმარჯვებენ ის მოსწავლეები, რომლებსაც ყველაზე მეტი წიგნი აქვთ წაკითხული და შემდეგ, შესაბამისი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, ჩაბარებული აქვთ მასწავლებლისთვის.
სკოლის ბიბლიოთეკაში ჩატარდა ლაბორატორიის გახსნის ღონისძიება, რომლის დასასრულს მასწავლებელმა, ზურაბ ვანაძემ დაასახელა ინტელექტუალური კონკურსის - „საუკეთესო მკითხველის“ სამი გამარჯვებული და ასევე, აქტიური მკითხველები.
გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები და წამახალისებელი ფასიანი საჩუქრები.
პროექტის მიზანია მოსწავლეებში წიგნის კითხვის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა