სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზესტაფონის N1-მა საჯარო სკოლამ ავტორიზაცია წარმატებით გაიარა 
04-10-2023
-
+


ზესტაფონის N1 საჯარო სკოლა ავტორიზებულია.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ახლახან დასრულდა საჯარო სკოლების ავტორიზაციის საბჭოსთან ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის დირექციის შეხვედრა.

საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი ჩვენი ფუძენაკურთხი, ისტორიული, უდიდესი საგანმანათლებლო ტრადიციების მქონე, მუდმივად სიახლეების ავანგარდში მდგომი სკოლის ავტორიზაციას. სკოლა აკმაყოფილებს ყველა იმ პუნქტს, რომლებსაც მოითხოვს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და სამომავლოდ არ საჭიროებს მონიტორინგს.

სკოლაში წარმატება ახარებთ. სკოლის დირექტორი ნონა გორგოძე სასიამოვნო ამბავს მთელ სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ. 

„ვულოცავთ, ჩვენს ერთმუშტად შეკრულ, სკოლის განვითარებაზე ორიენტირებულ, ძლიერ გუნდს, ჩვენს უსაყვარლეს მოსწავლეებს, მათს მშობლებსა და მთელ სასკოლო საზოგადოებას ავტორიზაციის პროცესის პირველივე მცდელობის ასე წარმატებულად დაგვირგვინებას და დიდ მადლობას ვუხდით მათ.

უდიდეს მადლობას ვუხდით ექსპერტთა მხარდამჭერ ჯგუფს, ავტორიზაციის საბჭოს და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც გვერდით ედგნენ ამ საპასუხისმგებლო და უმნიშვნელოვანეს პროცესში სკოლას“,- აღნიშნავს ნონა გორგოძე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება