სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები სასწავლო წელს საზეიმო განწყობით შეხვდნენ
29-09-2023
-
+


ქუთაისის N4 საჯარო სკოლამ ახალი სასწავლო წელი განსხვავებულ რეალობაში დაიწყო. სკოლის შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს, ამიტომ მოსწავლე-მასწავლებლებმა სწავლა ალტერნატიულ ფართში გააგრძელეს.

მიუხედავად ამისა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, პედაგოგებმა თავის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშეწყობა დაისახეს მიზნად.

მასწავლებლებმა და დირექციამ სასწავლო გარემო სადღესასწაულოდ - ბუშტებითა და დეკორაციებით მორთეს, რამაც სკოლაში დაბრუნებულ მოსწავლეებს განწყობა აუმაღლა.

ბავშვებმა ერთმანეთს არდადეგების შთაბეჭდილებები გაუზიარეს და პედაგოგებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

საკლასო ოთახში საზეიმო გარემო იყო შექმნილი, რამაც ეს დღე კიდევ უფრო გაალამაზა.

დირექცია და მასწავლებლები მოსწავლეებს სწავლის დაწყებას ულოცავენ, მათ წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებენ.

„პედაგოგების მიზანია, სკოლაში უზრუნველყოფილი იყოს ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემო და თოთოეულმა მოსწავლემ ცოდნასთან ერთად მიიღოს ღირებული ცხოვრებისეული გამოცდილება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება