სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კარწახის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა საინტერესო 3-დღიანი ტრენინგი მოისმინეს 
29-09-2023
-
+


სეროფე ბენგოიან-ლევონიანის ,,ჯივანის” სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლაში ერთი წელია, რაც ამერიკის საელჩოს 2022 წლის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი „ჭკვიანი სოფლები ახალქალაქში“, ხორციელდება.

მას ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) ახორციელებს.  როგორც სკოლაში ამბობენ, „ჭკვიანი სოფლის“ კონცეფცია მიზნად ისახავს შორეულ, მოწყვლად, სოფლებში სკოლების აღჭურვას თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით, რაც გაზრდის უახლეს საგანმანათლებლო რესურსებზე დისტანციური წვდომის, ინფორმაციის გაცვლის და კომუნიკაციის მაღალ ხარისხს. ჰაბები ადგილობრივებს აძლევს საშუალებას აქტიურად ჩაერთონ საგანმანათლებლო პროცესებში, ისარგებლონ ონლაინ სწავლების, ტრენინგების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიების შესაძლებლობებით.

ორგანიზაციამ კოორდინატორად სეროვბე ბენგოიან-ლევონიანის „ჯივანის" სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის სომხური ენისა და ლიტერატურისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი - სათენიკ ვარდერესიან დანიშნა. მისი ჩართულობით, კვალიფიციური ტრენერები საინტერესო და საჭირო ტრენინგებს აქტუალურ თემებზე ატარებენ. მათ მიმდინარეობაში მასწავლებლები აქტიურად და მონდომებით ჩაერთნენ და 3-დღიანი ონლაინ ტრენინგი მოისმინეს. 

„მართალია, ზოგიერთი ტრენერი ქართულენოვანია, თუმცა ახალქალაქის რესურსცენტრის უფროსი თერეზა ჩივჩიანი ტრენინგზე განხილულ საკითხებს კომპეტენტურად გვიხსნის ჩვენს მშობლიურ ენაზე და გვაქვს საშუალება დიალოგისა და დისკუსიის რეჟიმში ჩავერთოთ ტრენინგში. პროექტის - „ჭკვიანი სოფლები ახალქალაქში“ ფარგლებში, მოვისმინეთ 3-დღიანი ონლაინ ტრენინგ კურსი შემდეგ თემაზე: სოფლის განვითარება, სოციალური მეწარმეობა და საპროექტო განაცხადის მომზადება; „გენდერული თანასწორობა“; „მეწარმეობა და აგროტურისზმი“ და სხვა. ყველა ამ საკითხზე, მოსწავლეთა საჭიროებიდან გამომდინარე, დაიგეგმა ტრენინგები. ბუნებრივია, ტრენინგები დღესაც გრძელდება, ვინაიდან როგორც მასწავლებელს, ისე მოსწავლეს მრავალ საკითხთან დაკავშირებით აუმაღლდათ ცნობიერებაც და მოემატათ თვითრწმენა და თავდაჯერებულობა“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება