სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მეძიბნის საჯარო სკოლაში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
29-09-2023
-
+


ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნის საჯარო სკოლაში, 2023 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 30 წლის შემდეგ, საგანმანათლებლო ღონისძიება მოეწყო. 

საინფორმაციო ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და სკოლის დირექტორი სერგო დუმბაძე.

ღონისძიება გახსნა დირექტორის მოადგილემ - უშანგი დუმბაძემ, მან ამ დღის შესახებ ისაუბრა, ომის სიმძიმეს გაუსვა ხაზი და მამულისთვის მებრძოლ გმირებს პატივი მიაგო, მოგვიანებით კი, სიტყვა გადასცა სკოლის დირექტორ - სერგო დუმბაძეს.

დირექტორმა, ისაუბრა ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტების ბოლო, გადამწყვეტი ბრძოლის შესახებ, რომელსაც შედეგად მოჰყვა ქართველთა ერთ-ერთი უდიდესი დამარცხება საქართველოს უახლეს ისტორიაში, ამან კი გამოიწვია - ქართველთა ეთნიკური წმენდა. 

„სოხუმის დაცემის დღესთან“ დაკავშირებით, სიტყვით გამოვიდა სკოლის ისტორიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი - შერმადინ თურმანიძე, მძიმე ჟამის ისტორიული მოვლენები, პოლიტიკური ფონი და გმირთა ღვაწლი განიხილა. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს.

დღე ემოციებით დატვირთული და საინტერესო აღმოჩნდა, მოსწავლეები უკეთ გაეცნენ უახლესი ისტორიის ტრაგიკულ დღეს. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებისთვის გასვლითი ღონისძიება საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა „მხიარული სტარტები“ და „მუსიკალური თამაშები“
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება