| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეთა მე და საზოგადოების გაკვეთილი მეტად საინტერესოდ წარიმართა.
მე-3 კლასელებმა საინტერესო და შემეცნებითი თემის - „ჩემი წინაპრების“ შესწავლა განსაკუთრებული აქტივობით გააგრძელეს.
მოსწავლეებმა შექმნეს საკუთარი საგვარეულო ხეები, მოიძიეს ინფორმაცია ოჯახის წევრებისა და წინაპრების შესახებ, გაეცნენ თავიანთი გვარის ისტორიას, ოჯახურ ტრადიციებსა და იმ საინტერესო ამბებს, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა.
ნამუშევრების დასრულების შემდეგ თითოეულმა მოსწავლემ საკუთარი საგვარეულო ხე თანაკლასელებს წარუდგინა და საინტერესო პრეზენტაცია გამართა. ბავშვებმა სიამაყით ისაუბრეს თავიანთ ოჯახზე, წინაპრებსა და იმ ადამიანებზე, რომელთა ისტორიაც მათი ოჯახის წარსულს ქმნის.
„ეს აქტივობა მხოლოდ საგვარეულო ხის შექმნა არ ყოფილა - ეს იყო საკუთარი ფესვების შეცნობის, ოჯახური ღირებულებების გააზრებისა და წარსულთან დაკავშირების საინტერესო პროცესი.
რადგან საკუთარი ფესვების ცოდნა საკუთარი თავის შეცნობის დასაწყისია!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ამაყობენ პატარა მკვლევრებით.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მოსწავლეებმა შექმნეს საკუთარი საგვარეულო ხეები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას