| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კუშის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მწვანე მომავლის შექმნაში წვლილი შეიტანეს.
პირველი კლასის მოსწავლეებმა, 2 ნოემბერს მონაწილეობა მიიღეს გარემოსდაცვით პროგრამაში - „ჩემი პირველი ნერგი“.
პირველკლასელებმა - ნოდარ ადამიანმა და დავით სარუხანიანმა თავიანთი პირველი ნერგები დარგეს მწვანე მომავლისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს.
სკოლაში ინიციატივას მიესალმებიან და აღნიშნავენ, რომ პროექტი მოსწავლეებს გარემოს დაცვის მნიშვნელობის უკეთ გააზრებაში დაეხმარება.
„პატარებმა გააცნობიერეს, რომ გადადგეს უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისა და უკეთესი მომავლის მშენებლობაში. ასევე გააცნობიერეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყოველი მათგანის როლი გარემოს დაცვასა და ზრუნვაში. მათ სჯერათ, რომ შეუძლიათ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.
პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. მის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.
პროგრამის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით 12 სახეობის ნერგი დაირგვება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას