| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში გრძელდება ევროპის სპორტის კვირეული დევიზით - „ვისწავლოთ გამარჯვება“.
კვირეულის მეოთხე დღე ფრენბურთის შეჯიბრს მიეძღვნა.
იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ევროპის სპორტის კვირეულის მეოთხე დღეს ითამაშეს ფრენბურთი როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში.
მოსწავლეებმა იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს, შეჯიბრში კი, რა თქმა უნდა, მეგობრობამ გაიმარჯვა.
„მონაწილე გუნდებმა მეგობრობისა და სოლიდარობის ნიშნად გამარჯვებულს მიულოცეს ხელის ჩამორთმევით“,- გვიყვებიან სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები სპორტულ კვირეულში სპორტის მასწავლებლის - ზვიად კეკელიძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ, რომელიც მოსწავლეებს სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების სიყვარულს ასწავლის.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი