სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩხორიის საჯარო სკოლას საჩუქრად ნერგები გადაეცა 
29-09-2023
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები აქტიურად აღინიშნება. 

მათ შორის, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა მშვიდობის საერთაშორისო დღე. 

ამ დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლას ასოციაცია „ათინათისგან“ პროექტის - „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება“ ფარგლებში საჩუქრად ნერგები გადაეცა. ნერგები სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ აქტიური ჩართულობით სკოლის ეზოში დაირგო.

მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარემ ისაუბრა ამ დღის მნიშვნელობაზე. ამ დღესთან დაკავშირებით, ასევე მოსწავლეებმა სკოლის ეზოში, როგორც მშვიდობის სიმბოლო თეთრი მტრედი ააფრინეს სამშვიდობო სურვილებთან ერთად.

მშვიდობის საერთაშორისო დღე, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1981 წელს დაარსა, 21 სექტემბერს აღინიშნება. „პატივი მივაგოთ და გავაძლიეროთ იდეები მშვიდობის შესახებ მსოფლიოში“ - ეს იყო დღესასწაულის დაარსების იდეა და მთავარი მიზანი. ოცი წლის შემდეგ კი, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია და 21 სექტემბერი ყოველწლიურ დღესასწაულად გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება