| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს.
პედაგოგმა, ბელა კაციტაძემ სადამრიგებლო მეშვიდე კლასში ჩაატარა სადამრიგებლო საათი თემაზე - „აფხაზეთი საქართველო არის“!
გაკვეთილზე მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია აფხაზეთი - საქართველოს ურთიერთობების შესახებ, მასწავლებელმა ისაუბრა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის თემაზე. მოსწავლეებმა ომის თემაზე წარმოადგინეს ნახატები, შესრულდა სიმღერები აფხაზეთზე, ბავშვებმა ასევე წაიკითხეს ლექსები.
„მეშვიდეკლასელებმა, მასწავლებელთან ერთად, ასევე გაიხსენეს აფხაზეთის ომში დაღუპული თანასოფლელი ნუგზარ ბაქრაძე, რომლის სახელსაც წლების წინ ატარებდა ჩვენი მშობლიური სკოლა“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა