| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს.
27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა, მოსწავლეებმა ამ დღის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და აღნიშნეს, რომ აფხაზეთი საქართველოა.
„27 სექტემბერია... 30 წელი გასულა სოხუმის დაცემიდან... დღესაც ისაუბრეს ჩემმა მოსწავლეებმა ამ ტრაგიკული მოვლენის შესახებ, მისწერეს წერილები აფხაზ თანატოლებს; წაიკითხეს ლექსები აფხაზეთზე... ვინახავთ იდეას ჩვენი ერთიანობისა... იქნებ როდესმე საპასუხო წერილებიც მივიღოთ... იქნებ შევძლოთ ვაპატიოთ ერთმანეთს... იქნებ აღდგეს ერთიანობა ... “, - გვიყვება წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგი, რომელიც მოსწავლეებს სწორ ფასეულობებს ასწავლის.
30 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა