სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N94 საჯარო სკოლის მედიადეპარტამენტი აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის ჯამბულ წურწუმიას დას ესტუმრა
28-09-2023
-
+


ჯამბულ წურწუმიას სახელობის ქალაქ თბილისის N94 საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს. 

სკოლის მედიადეპარტამენტი აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის, გორგასლის ორდენის კავალერის ჯამბულ წურწუმიას დას - ჯანეტ წურწუმიას ესტუმრა. მან ძმისა და აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა. 

ჯანეტ წურწუმიამ აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა ის ფაქტი, რომ თბილისის N94 საჯარო სკოლა ჯამბულ წურწუმიას სახელს ატარებს. მან სკოლის დირექციასა და დირექტორს - ნინო გახარიას დიდი მადლობა გადაუხადა. 

ვიზიტის ამსახველი ვიდეო ინფორმაციული და საინტერესოა, აღსანიშნავია, რომ ის ნინო კალატოზიშვილმა დაამონტაჟა. 

„აფხაზეთი ყველა ქართველის ტკივილი და მოუშუშებელი ჭრილობაა, მაგრამ არასდროს მქონია უშუალო შეჯახება იმ ტკივილთან, რასაც აფხაზეთიდან იძულებით დევნილობაში მყოფი ადამიანები განიცდიან... დღეს ეს მე ვნახე. 
ვნახე, რამხელა ტკივილს, საშინელებას და წარსულთან შეხებას, ყოველდღიურად თავიდან კვდომაას განიცდიან ეს ადამიანები.
ვნახე ჩვენი გმირის, მებრძოლ ჯამბულ წურწუმიას ოჯახი, სევდა და ტკივილით სავსე და-ძმა.
ეს ემოცია, რაც განვიცადე არასდროს დამავიწყდება, თითქოს მათთან ერთად გადავიტანე ის მძიმე წლები, ის ბევრი სიკვდილი, უიმედობა, სასოწარკვეთა…. ჩემო საყვარელო ადამიანებო, მჯერა, ჩვენ ის თაობა ვართ, ვინც დაბრუნდება აფხაზეთში, ვინც ქართულ დროშას აღმართავს სოხუმში, ყველამ რომ გაიგოს „ღიმილის ბიჭების” სისხლი ამაოდ არ დაღვრილა.
დიდება გმირებს!
დიდება აფხაზეთს!
აფხაზეთი საქართველოა და ის ქართულ რუკაზე სიკვდილის ფერი აღარასდროს იქნება. მე ამის მჯერა“,- წერს სკოლის მედიადეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია ქველაძე. 

იხილეთ ვიდეო:




 
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება