სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა
26-09-2023
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

გაიმართა ღონისძიებაც, რომელსაც დედოფლისწყაროს მერი - ნიკოლოზ ჯანიაშვილი, რესურსცენტრის ხელმძღვანელი - მაკა ჯანაშვილი, სოფლის გამებელი - გიორგი იაკობიშვილი და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მოსწავლეებმა სხვადასხვა ნომერი წარადგინეს - იცეკვეს, იმღერეს, მისალოცი სიტყვა წაიკითხეს. 

სასკოლო საზოგადოებას ეს მნიშვნელოვანი დღე სკოლის დირექტორმა მაია ხუნაშვილმა მიულოცა და წარმატება უსურვა.

სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ. პედაგოგები დიდი სიყვარულით შეეგებნენ პირველკლასელებს, რომელთაც კუთვნილი კომპიუტერები გადაეცათ.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს.

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ წარმატებებს. განსაკუთრებით გვინდა მივულოცოთ პირველი კლასის მოსწავლეებს, მათთვის პირველად დაირეკა ზარი, მათ პირველად შეაღეს სკოლის კარი.
ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო, მეგობრების გაჩენის, ცოდნის და ახალი გამოცდილებების“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება