სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის ოთხ მოსწავლესა და ერთ კურსდამთავრებულს სტიპენდიები გადაეცათ
26-09-2023
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი წარმატებით, სასიამოვნო სიახლეებით დაიწყო. 

2023-2024 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, გამართულ ცერემონიაზე სკოლის ოთხ მოსწავლესა და ერთ კურსდამთავრებულს სტიპენდიები გადაეცათ. 

სილოვან ხუნდაძის სახელობის სტიპენდიით ლუკა მახათაძე, ნათია ყურაშვილი და სოფო ჩხობაძე, ხოლო იოსებ ოცხელის სახელობის სტიპენდით გიორგი ფახურიძე დაჯილდოვდა „წლის მოსწავლე“ კი - საბა მანაგაძეა. 

როგორც სკოლაში ამბობენ, სტიპენდიის დაარსების იდეა და მისი განხორციელება სკოლის დამაარსებლის - სილოვან ხუნდაძის შთამომავალს - ეკა ასათიანს ეკუთვნის. ჩაფიქრებული საქმე კი სკოლის დირექტორმა მურად ჯიშკარიანმა და მასწავლებლებმა - მარინე რუსაძემ და მარინე ჭეიშვილმა განახორციელეს. მათი ორგანიზებით, სკოლაში შეიქმნა კომისია საგნობრივი კათედრების მიხედვით, დასახელდნენ კანდიდატები და შერჩეული კრიტერიუმების შესაბამისად, გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

აღსანიშნავია, რომ ამ სტიპენდიას სრულად ეკა ასათინის, ხოლო „იოსებ ოცხელის სახელობის სტიპენდიას“ კი პირადად სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი აფინანსებს. 

„სკოლაში გამართულ საზეიმო დაჯილდოებამდე კი იყო ძალიან საინტერესო, რთული და ამავდროულად მრავალფეროვანი გზა:
2020 წელს იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლას შეუსრულდა დაარსებიდან 140 წელი. პანდემიის გამო ვერ მოხდა საიუბილეო თარიღის ჯეროვნად აღნიშვნა, თუმცა საფუძველი ჩაეყარა საინტერესო იდეას ე.წ. „გამოწვევის“ სახით: ჩვენი სკოლის მასწავლებლის მარინე რუსაძის ორგანიზებით, განხორციელდა „ონალაინღონისძება“, სადაც კურსდამთავრებულები, პედაგოგები და სკოლის გულშემატკივრები ვიდეორგოლების საშუალებით საუბრობდნენ სკოლის ისტორიაზე. ჩაიწერა დაახლოებით ასზე მეტი პიროვნება და ვიდეორგოლი, სადაც გაჟღერდა სკოლის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო ფაქტები. აღნიშნულმა აქტივობამ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. მას მიეძღვნა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელისა და რადიო „იმედის“ რეპორტაჟები. „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, მარინე რუსაძის ორგანიზებით, N2 საჯარო სკოლაში 2021-2022 საწავლო წელს განხორციელდა პროექტი „ნაბიჯი მომავალში“, რომლის მიზანიც იყო სკოლის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, კვლევა და პოპულარიზაცია; პროექტი დასრულდა შემაჯამებელი კონფერენციით, რომელშიც სხვებთან ერთად მონაწილეობდა ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის (ამჟამად - იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლა) ერთ-ერთი დამფუძნებლის, დიდი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, სილოვან ხუნდაძის, შთამომავალი, ქალბატონი ეკა ასათიანი, რომელიც ამჟამად შვეიცარიაში ცხოვრობს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ქალბატონ მარინე რუსაძეს, ქალბატონ ეკასთან დაკავშირებაში დაეხმარნენ ქალბატონი თეა ფირცხელავა და ბატონი მურაზ ჭუმბურიძე, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ. რომ არა ისინი, ალბათ, ვერ მოხერხდებოდა ქალბატონ ეკასთან კონტაქტი და ამ დიდი საქმის განხორციელება.
კონფერენციაზე ონლაინჩართვისას, ქალბატონმა ეკამ გამოთქვა მზადყოფნა, სტიპენდიებით დაეფინანსებინა სკოლის წარჩინებული მოსწავლეები და კურსდამთავრებული. ამ იდეის განსახორციელებლად სკოლაში შეიქმნა საგანგებო კომისია, რომელმაც შეადგინა საკონკურსო წესდება, დებულება, კრიტერიუმები და დაიწყო მუშაობა საკუთესო მოსწავლეთა გამოსავლენად.
სტიპენდიანტების გამოსავლენად საგანგებოდ შექმნილმა კომისიამ საგნობრივი კათედრების მიერ დასახელებული კანდიდატურებიდან შეარჩია გასული სასწავლო წლის გამორჩეული მოსწავლეები შემდეგი მიმართულებებით: ქართული ენა და ლიტერატურა, STEM საგნები, ისტორია-საზოგადოებათმცოდნეობა, უცხოური ენები.
და აი, ახალი სასწავლო წლის დასაწყისში იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში სტიპენდიანტი მოსწავლეები დაჯილდოვდნენ. სილოვან ხუნდაძის სტიპენდიები, ქ-ნი ეკა ასათიანის დაფინანსებით, გადაეცათ საშუალო საფეხურის მოსწავლეებს: ნათია ყურაშვილს, სოფიო ჩხობაძეს და ლუკა მახათაძეს, ხოლო სკოლის კურსდამთავრებულს, საბა მანაგაძეს, დაუფინანსდა სწავლა უმაღლეს სასწავლებელში. სკოლის დირექტორის, დაფინანსებით კი იოსებ ოცხელის სახელობის სტიპენდია გადაეცა გიორგი ფახურიძეს.
შრომატევადი, მაგრამ საინტერესო გზა, ჩვენი სკოლის დირექტორისა და მასწავლებლების მარინე რუსაძისა და მარინე ჭეიშვილის ძალისხმევით, წარმატებით დაგვირგვინდა. კიდევ ერთ საჭირო საქმეს ჩაეყარა საფუძველი, რომელიც აუცილებლად მეტი და მეტი მოტივაციის მიმცემი იქნება თითოეული მოსწავლისთვის, მასწავლებლისთვისა თუ მშობლისთვის.
დარწმუნებული ვართ, დღეს სკოლის ისტორიულ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი და მომავალ სასწავლო წლებშიც ბევრ წარმატებულ მოსწავლეს დავაჯილდოებთ სტიპენდიით.
გვჯერა, ეს ახალგაზრდები თავიანთ სიტყვას იტყვიან ჩვენი ქვეყნის წინსვლაში.
სკოლის სახელით ვულოცავთ თითოეულ მოსწავლესა და მათ მასწავლებლებს, მშობლებსა და გულშემატკივრებს დამსახურებულ სტიპენდიას. არამხოლოდ სკოლის, არამედ მთელი ქალაქის სახელით, განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენი სკოლის დამაარსებლის სილოვან ხუნდაძის შთამომავალს ქალბატონ ეკა ასათიანს, რომლის ძალისხმევითა და დაფინანსებით განხორციელდა ისტორიული პროექტი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

1550 ბავშვზე გათვლილი 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხა მიითვისეს

ცნობილია, როდემდე აქვთ უნივერისტეტებს იმ პროგრამებით სწავლების უფლება, რომლებიც მთავრობის მიერ არ არის განსაზღვრული

როდის დაიწყება მასწავლებელთა საგნის გამოცდებზე რეგისტრაცია? - NAEC -ის პასუხი აპლიკანტებს 

საიმიჯო ვიდეორგოლში აქცენტი სასკოლო ფორმასა და ტელეფონის გამოყენების ახალ წესზე უნდა გაკეთდეს - დეტალები 

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები

„ბავშვებმა თავად აირჩიეს როლები, მოირგეს სხვადასხვა პერსონაჟის ხასიათი და ერთად შექმნეს თბილი, მეგობრული გარემო“

საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ახალგაზრდებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარობა პერიოდულად იცვლება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება