| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება იზეიმეს.
ღონისძიება საქართველოს ჰიმნის გაჟღერებით და დროშის აღმართვით დაიწყო, შემდეგ სასკოლო საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო შოვში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილებს.
სკოლის დირექტორი ქალბატონი ნათელა ტაკიძე მიესალმა პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს. ისაუბრა სკოლის მიღწევებზე. შემდეგ სკოლის ხელმძღვანელმა აკადემიურად წარმატებულ და სხვადასხვა კლასგარეშე აქტივობებში გამარჯვებულ მოსწავლეებს სიგელები გადასცა.
სწავლის დაწყება ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას მიულოცა მიწვეულმა სტუმარმა სოფლის საკრებულოს წარმომადგენელმა, გურამ აბაშიძემ. სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლი სასკოლო საზოგადოების წინაშე ახალი საცეკვაო ნომრით წარსდგა.
განსაკუთრებული სითბოთი დახვდნენ დამრიგებლები პირველკლასელებს, რომელთაც სახელმწიფო პროგრამით ბუკები და სახელმძღვანელოები გადაეცათ.
სკოლის დირექცია ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს. წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს მათ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა