სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გურიანთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლიმონის 250 ძირი ნერგი გაახარეს
22-09-2023
-
+


თეიმურაზ ჭიტაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი ინტერესით გამოირჩევიან.

სწორედ ამიტომ, სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს და მოიპოვეს გრანტი ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის მიერ გამოცხადებულ პროექტების კონკურსში პროექტით - „ლიმონი-საოთახე კულტურა“. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანი იყო ლიმონის, როგორც საოთახე კულტურის წარმოების მაგალითზე სამეწარმეო თემის პოპულარიზაცია და მოსწავლეებში სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება.

ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა დააკალმეს და გაახარეს 250 ძირი ლიმონის ნერგი.

„პერიოდულად მიმდინარეობს მოსწავლეთა მიერ ნერგების მოვლა-პატრონობა, დაკვირვება, ნიადაგის განაყოფიერება სხვადასხვა ორგანული და არაორგანული ნივთიერებებით. შემოდგომაზე იგეგმება პროექტის დასკვნითი პრეზენტაცია და ნარგავების ყიდვა-გაყიდვის მოწყობა. შედეგებიდან გამომდინარე დაისახება სამომავლო გეგმები“,- გვიყვებიან სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება