| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო წელი დიდი შემართებით დაიწყეს.
სწავლასმოწყურებული მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისით ჩაერთნენ.
სწავლა-სწავლების განახლებასთან დაკავშირებით, ნაბახტევის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, მაია რიჟამაძემ სადამრიგებლო, მე-7 კლასის მოსწავლეებს მეტად საინტერესო და სახალისო გაკვეთილი შესთავაზა.
მოსწავლეთა სწავლისკენ მოსამართად მასწავლებელმა მეტად საინტერესო მეთოდს მიმართა, რომლის შესახებაც თავად გვიყვება:
„ფლიფჩარტზე დავხატე „მოლოდინის ხე”, მოსწავლეებს დავურიგე ფერადი ფურცლები და ვთხოვე დაეწერათ მოლოდინები, რასაც მე-7კლასში ელიან, რაც სჭირდებათ და განახორციელებენ. მოსწავლეებმა ფურცლები მიაკრეს ტოტებზე, შემდეგ გავაცანი ერთმანეთის ნააზრევი. სასწავლო წლის ბოლოსთვის შევინახავ და შემდეგ გავაკეთებ შეფასებას, თუ როგორ განახორციელეს საკუთარი ჩანაფიქრი“,- ამბობს პედაგოგი.
აღსანიშნავია, რომ ნაბახტევის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და მათთვის სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა