TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის ბაზაზე მეფუტკრეობის აგროკლუბი „ნექტარი“ წარმატებით მუშაობს 
22-09-2023
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეები მეფუტკრეობას სწავლობენ. 

სკოლის ბაზაზე გახსნილია მეფუტკრეობის აგროკლუბი „ნექტარი“. კლუბის არსებობის ხანმოკლე ისტორიაში ბევრი საინტერესო აქტივობა განხორციელდა. ყველაფერი კი ერთი წლის წინ ფონდ „აფხაზინტერკონტის“ მხარდაჭერილი პროექტით დაიწყო - შეიძინეს მეფუტკრეობის საჭირო ინვენტარი, ფუტკარი, კომპიუტერული ტექნიკა და ავეჯი, მოეწყო სასწავლი კაბინეტი, რისთვისაც სკოლის დირექცია მათ დიდი მადლობას უხდის. 

ჯგუფში გაერთიანებულნი არიან ამ საქმით დაინტერესებული უფროსკლასელი მოსწავლეები.

როგორც სკოლაში გვიყევებიან, ფონდ „აფხაზინტერკონტთან“ ერთად, კლუბის განვითარებაში ჩაერთო სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონალური და ადგილობრივი საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები, ასევე ფერმერთა რეგიონალური საბჭო.

სკოლასთან აქტიურად თანამშრომლობს მათი წარმომადგენელი ბონდო ხეცურიანი - თავისუფალ დროს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს უტარებს მოსწავლეებს. მისივე რეკომენდაციით კლუბი ჩაერთო და აქტიურად მონაწილეობს პროექტში - „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS), რომელსაც ახორციელებს ააიპ „ქეა კავკასია“, პროექტის მენეჯერი - ელისაბედ ცხადაია.

მოსწავლეები დიდი ინტერესით ესწრებიან თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს და აქტიურად ერთვებიან მეცადინეობებში.

პროექტის ფარგლებში პროექტის მენეჯერთან - ელისაბედ ცხადაიასთან ერთად აქ იმყოფებოდა და კლუბის წევრებს შეხვდა მეფუტკრეთა გაერთიანების თავმჯდომარე - ავქსენტი (ალეკო) პაპავა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის განვითარების ფონდის წევრი - მარინე ქარდავა, ელგუჯა ხურცია, რომლებმაც საინტერესო საუბართან ერთად, კოოპერატივების - „ოცნება“ და „კოლხური თაფლი“ სახელით, სკოლის აგროკლუბს საჩუქრად თითო ოჯახი ფუტკარი გადასცეს.

პროექტის - „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) მხარდაჭერითა და დაფინანსებით აგროკლუბ „ნექტარის“ წარმომადგენლები დაესწრნენ თბილისში (მთაწმინდის პარკი, მიმდინარე წლის 24 – 25 ივნისი) გამართულ თაფლის ფესტივალს, რისთვისაც მოსწავლეები, სკოლის ხელმძღვანელობა, პედკოლექტივი და მშობლები მადლიერებას გამოხატავენ. 

„გამოფენაზე ბევრი საინტერესო რამ ნახეს და გაიგეს ბავშვებმა მეფუტკრეობის შესახებ, გაეცნენ ცნობილ მეფუტკრეებს, მათ მიღწევებს, სიახლეებს, რაც კიდევ მეტი მოტივაცია გახდა ამ საქმით მათი დაინტერესებისათვის. ასევე, ნახეს და გაეცნენ ინფორმაციას თაფლოვანი მცენარეების, მათი საჭიროებისა და სარგებლიანობის შესახებ, გაჩნდა იდეა სკოლის ბაზაზე შექმნილიყო თაფლოვანი მცენარეების სანერგე. კლიმატის ცვლილების გამო საჭირო გახდა ხელი შევუწყოთ ბუნებას, მის შენარჩუნებასა და განახლებას. ამ იდეის თაობაზე ვესაუბრეთ საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების წევრს – ბუნებრივი რესურსებისა და თაფლოვანი მცენარეების კომიტეტის თავმჯდომარეს, ბიო ფერმერს – ბატონ ემზარ ქურდაძეს. რომელმაც მოგვიწონა წამოწყებული სიახლე, მოგვცა შესაბამისი რჩევები, გაგვიწია კონსულტაცია და გვირჩია – არ გადაგვედო საქმის დაწყება, ერთ წლის მოგება დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნებაო ამ საქმეში.

დახმარებისთვის კვლავ პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ მენეჯერს ქალბატონ ელისაბედ ცხადაიას მივმართეთ. რომელმაც განიხილა და მხარი დაუჭირა ჩვენს იდეას და ქვედა ცაგერის საჯარო სკოლა დააფინანსა 5 ათასი ლარით თაფლოვანი მცენარეების ნერგების შესაძენად და სკოლის ნაკვეთზე სანერგისა და სადემონსტრაციო ნაკვეთს მოსაწყობად. მხარში დგომა ცაგერის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრმა და მერიამაც აღგვითქვა.

იდეის განხორციელებაში კვლავ ბონდო ხეცურიანი დაგვიდგა გვერდით, მთელი სკოლის სახელით უღრმესი მადლობა მას გაწეული დიდი შრომისათვის. მომზადდა ნაკვეთი და 30 ივლისს ქარელის სანერგე მეურნეობიდან (ბატონი -ემზარ ქურდაძე და ბატონი გრიგოლ ბერიკაშვილი) 10 სხვადასხვა ჯიშის თაფლოვანის 400 ნერგი მიეწოდა ქვედა ცაგერის საჯარო სკოლას.

ეს ნერგებია: 100 ცალი - ევოდეა; 50 ცალი - თუთუბო; 50 ცალი - კატალპა; 25 ცალი - ყვითელი აკაცია; 25 ცალი - ვარდისფერი აკაცია; 25 ცალი - ინდური იასამანი; 25 ცალი - ოქროს წვიმა; 50 ცალი - სოფორა; 25 ცალი - კვიდო და 25 ცალი - გიგანტური სკიპალო.

ნერგები მალევე გადაიტანეს სკოლის კუთვნილ ნაკვეთზე წინასწარ მომზადებულ ნიადაგში, მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები. ერთ თვეა რაც ნერგები დაირგო და გვალვიანი პერიოდი გაგრძელდა, თუმცა დამონტაჟდა წვეთოვანი სისტემა და პერიოდულად ხელითაც ირწყვება.

ნერგები კარგად გამოიყურება, გვინდა მოვაძლიეროთ და ლეჩხუმის სხვადასხვა ადგილზე ვცადოთ გახარება. ხელი შევუწყოთ თაფლოვანი მცენარეების მომრავლებას და ღალიანობის პერიოდის გახანგრძლივებას. ნაწილი კი ადგილზე დარჩება და მოეწყობა სკოლის სადემონსტრაციო ნაკვეთი. ახალი სასწავლო წლიდან აგროკლუბის წევრებს კარგი სიახლეებით დავხვდით“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

სკოლაში მადლობას უხდიან ყველას, ვინც წვლილი შეიტანა სკოლის მეფუტკრეობის აგროკლუბის შექმნასა და განვითარებაში.

ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის პედკოლექტივის სახელით მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ფონდს „აფხაზინტერკონტი“ - ბატონ არჩილ ელბაქიძეს, ქალბატონ თამარ მექაუტაძე-ელბაქიძესა და მათ კოლექტივს; სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონალურ და ადგილობრივი საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებს, ასევე ფერმერთა რეგიონალურ საბჭოსა და მათ წარმომადგენელს- ბონდო ხეცურიანს; ააიპ „ქეა კავკასია“ და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის განვითარების ფონდს, პროექტ „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) და მის მენეჯერს - ქალბატონ ელისაბედ ცხადაიას; ბატონ ავქსენტი (ალეკო) პაპავას, ქალბატონ მარინე ქარდავასა და ბატონ ელგუჯა ხურციას; ბატონ ემზარ ქურდაძეს და ყველას, ვინც ცოტაოდენი წვლილი უკვე შეიტანა და მომავალშიც შეიტანს ჩვენი სკოლის მეფუტკრეობის აგროკლუბ „ ნექტარის“ შექმნასა და განვითარებაში.

წარმატებები და განვითარება მინდა ვუსურვო ყველა ახალ საინტერესო და საჭირო წამოწყებას! კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ყველას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დოკუმენტში საუბარია ადგილობრივ საჯარო ან კერძო სკოლის მოქმედ-ყოფილ მასწავლებლებზე

ინფორმაცია მასწავლებლობის მსურველებისა და სხვა გამოსაცდლებისთვის - განაცხადების მიღების ბოლო ვადა 14 მაისია

პიროვნება

„თუ სკოლაში ტოლერანტობა და ემპათიაა - სწავლაც ადვილია“ - გარდაბნის №6 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლალი ნათიძე

„მომავლის სკოლა უნდა იყოს პროფესიონალი მასწავლებლებით დაკომპლექტებული“ - გარდაბნის N6 საჯარო სკოლის დირექტორი გულჩოხრა გუსეინოვა

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მათთან მეგობრული ურთთიერობების დამყარება“

 

 

სკოლები
„ფსიქოაქტიური ნივთიერებები და ადამიანის ჯანმრთელობის“ შესახებ საინტერესო პრეზენტაცია ჩატარადა დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ინგლისური ენის მასწავლებელი იზო დანელია და სკოლის დირექტორი დავით ნაჭრებია

მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად ბულინგის სახეებსა და პრევენციის გზებზე ისაუბრეს

მოსწავლეებმა ღონისძიება ვაჰან ტერიანის ლექსის მიხედვით შექმნილი სიმღერით დააგვირგვინეს

საინტერესო

ის განსაკუთრებით ცნობილია განათლების შესახებ თავისი მოსაზრებებითა  და თავისი რადიკალური მიდგომით დისციპლინის, ტრადიციული სწავლისა და აკადემიური სტანდარტების მიმართ

ისინი, ერთი შეხედვით, ნორმისგან განსხვავდება, თუმცა ყოველთვის გასათვალისწინებელია, რომ თითოეულ ქვეყანას თავისი კულტურა და ისტორია აქვს

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება