| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები სასწავლო წლის დაწყებას საზეიმოდ შეხვდნენ.
სკოლის დირექტორმა და მასწავლებლებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული წელი უსურვეს.
პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ კუთვნილი ბუკები და სახელმძღვანელოები.
დირექციამ მოსწავლეთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე განსაკუთრებულად იზრუნეს. ბავშვებს დღე ანიმატორებმა გაუხალისეს და მოწაფეები მრავალფეროვან აქტივობებში ჩართეს.
ბავშვები სასწავლო პროცესს დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ.
სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლებას კიდევ ერთხელ ულოცავს.
„კრწანისის საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! იწყება ახალი თავგადასავლები“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა