სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მოსწავლეთა საზეიმო მიღება და სასწავლო წლის წარმატებული დასაწყისი ახალდაბის საჯარო სკოლაში
21-09-2023
-
+


შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას დიდი ზარ-ზეიმით შეხვდა.

სკოლაში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა. დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს და ბედნიერი და წარმატებული სასწავლო წელი უსურვებს. პირველკლასელებს კი სკოლაში პირველი ნაბიჯები დაულოცეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ახალდაბის სკოლას სასიამოვნო სტუმრები ეწვივნენ - აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - თეა ჭანტურიშვილი, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე - მირიან აბაშიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - გურამ ზოიძე,  შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე - გიორგი დავითაძე, შუახევის რესურსცენტრის უფროსი - ედუარდ გოგრაჭაძე, გაზეთ „აჭარის” რედაქტორი - ოთარ ცინარიძე და ა.შ. 

„მობრძანებულმა სტუმრებმა სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და დირექციის წევრებს მიულოცეს სასწავლო წლის დაწყება, წარმატებები უსურვეს და მხარდაჭერა აღუთქვეს სხვადასხვა საგანმანათლებლო შემეცნებითი თუ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში“, - გვიყვებიან სკოლაში. 

სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლებას კიდევ ერთხელ ულოცავს.

„გილოცავთ, ახალი სასწავლო წლის დაწყებას, წარმატებული და ნაყოფიერი წელი ყოფილიყოს ჩვენი და სრულიად საქართველოს ყველა სკოლისათვის“,- აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება